საინფორმაციო კამპანია -"არა პოლიეთილენს"

თბილისის #75 საჯარო სკოლის მეცხე კლასის მოსწავლეებმა პოლიეთილენის გარემოზე მავნე ზეგავლენის შესახებ, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საინფორმაციო კამპანიის ჩატარება გადაწყვიტეს. მოსწავლეებმა თემში გამოკითხვა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ გამოკითხულთა 80 % -მა არ იცის იმ ზიანის შესახებ, რასაც პოლიეთილენით გარემოს დაბინძურება იწვევს.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია სკოლაში სემინარის ჩატარება გარემოს დაცვის თემაზე, ნახატების კონკურსის და გამოფენის ორგანიზება, საინფორმაციო ფლაერების დარიგება თემში.