კონფერენცია თემაზე ,,ჩვენი გარემო ჩვენს ხელთაა”

2012 წლის 5 აპრილს მცხეთის #2 საჯარო სკოლის სასკოლო სამოქალაქო კლუბმა ,,ახალი ხედვა“, ჩაატარა კონფერენცია თემაზე ,,ჩვენი გარემო ჩვენს ხელთაა“. კონფერენციაზე კლუბის ლიდერმა გიორგი მჭედლიშვილმა ვრცლად მიმოიხილა გარემოს დაბინძურების როგორც გლობალური, ასევე ადგილობრივი  პრობლემები და შეკრებილებს შესთავაზა თავისივე მომზადებული კლიპი. 
კლუბის წევრებმა ისაუბრეს ჰაერის, ნიადაგის, წყლის, მტკვრისა და არაგვის, შავი ზღვის და კონკრეტულად  გარემოს საყოფაცხოვრებო ნაგვით დაბინძურების შესახებ.
გაიმართა დისკუსია. გეოგრაფიის პედაგოგმა მანანა წიკლაურმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ ბავშვები ამ პრობლემით დაინტერესდნენ და საკითხის სამეცნიერო ასპექტებზე გაამახვილა მათი ყურადღება. ჩამოყალიბდა აზრი, რომ ყველა ადამიანმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ამ პრობლემის მოგვარებაში, რადგან დედამიწა ჩვენი საერთო სახლია. 
დასასრულ, სასკოლო სამოქალაქო კლუბის კოორდინატორმა პედაგოგმა ანა იმერლიშვილმა შეაჯამა კონფერენციის მუშაობა და საზოგადოებას გააცნო მოსწავლეების ინიციატივა. მოსწავლეები  გარემოს დაბინძურების ამსახველ ფოტომასალას დაურთავენ მიმართვას, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლებისათვის ამზადებენ  თხოვნით, რათა  დახმარება გაუწიონ გარემოს დასუფთავების პროცესში და კიდევ ერთხელ შეახსენონ საზოგადოებას ,,ჩვენი გარემო ჩვენს ხელთაა”.
ეს თემა კლუბის ბლოგზეც აისახა. http://akhalikhedva.wordpress.com/
   
ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი