ყვარლის სამოქალაქო კლუბების წევრების ვიზიტი საგანმანათლებლო რესურსცენტრში გამგეობასა და საკრებულოში

2012 წლის 6 მარტს  ყვარლის სამოქალაქო კლუბების წევრები იმყოფებოდნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, გამგეობასა და საკრებულოში (სულ 20 მოსწავლე). 

მოსწავლეები შეხვდნენ რესურსცენტრის ხელმძღვანელს, რომელმაც გააცნო მათ მუშაობის სტრუქტურა და შესთავაზა ბავშვებს თანამშრომლობა და გამოცდილების ასამაღლებლად სტაჟირება, ასევე რესურსცენტრის ბიბლიოთეკის გამოყენება.
შემდეგ მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუნიციპალიტეტის გამგეობა და გაეცნენ სხვადასხვა განყოფილების  საქმიანობას. მოსწავლეები  შეხვდნენ გამგებელს  და სკოლისა და სოფლის პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.  მოსწავლეებმა გამგებლისგან დაპირებები მიიღეს მცირე გრანტების თანადაფინანსებისა და სხვადასხვა ინიციატივების განხორციელების მხარდაჭერის თაობაზე.

თელავის განათლების  განვითარების და დასაქმების ცენტრი