„მე და კონსტიტუცია“

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის საჯარო სკოლის მეათე კლასელებმა კონსტიტუციის საკითხებზე თანატოლთა ცოდნის ამაღლება გადაწყვიტეს.  

„არა მარტო მოსწავლეებს, საქართველოს მოსახლეობასაც არა აქვს სათანადო ცოდნა საქართველოს უზენაესი კანონის, კონსტიტუციის შესახებ. ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს სიტუაცია ჩვენს პატარა თემში მაინც შეგვეცვალა განათლების გზით“ – ამბობს ბექა კვერნაძე. 

საკითხის უკეთ გაცნობის მიზნით სამოქალაქო განათლების პედაგოგმა მათ ლექციები ჩაუტარათ კონსტიტუციის საკითხებზე, რის შემდეგაც მოსწავლეებმა თემატური ფლაერები დაამზადეს და თემში დაარიგეს. ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით საკონსტიტუციო სასამართლოში სასწავლო ვიზიტი მოეწყო. დასასრულს კი მოსწავლეებმა კონსტიტუციის საკითხებზე ვიდეოც მოამზადეს და სოციალური ქსელით გაავრცელეს.

მცირე გრანტის პროექტი „მე და კონსტიტუცია“  განხორციელდა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში.