„გავუფრთხილდეთ გარემოს!“

„გავუფრთხილდეთ გარემოს!“ - ეს იყო თბილისის #119 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრების მიერ ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის თემაზე მოწყობილი აქციის მთავარი სლოგანი.  

კამპანიის ფარგლებში მოსწავლეებმა საინფორმაციო მასალა მოამზადეს და პოსტერების სახით გაავრცელეს თემში; ასევე - მოაწყვეს ნახატების გამოფენა-კონკურსი, დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია, დარგეს ნერგები, შეღებეს სკოლის ღობე, განაახლეს მათ მიერვე ადრე მოწყობილი სკვერი და სკვერისა და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგვის ურნები განათავსეს. მოსწავლეთა ასეთ აქტიურობას ხელს უწყობს გლდანი-ნაძალადევის გამგეობის წარმომადგენლებთან შემდგარი თანამშრომლობა, რის შედეგადაც თბილისის #119 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრთა ინიციატივით ბევრი კარგი წამოწყების რეალიზება გახდა შესაძლებელი.