,,სუფთა წყალი, სუფთა გარემო შევინარჩუნოთ ყველამ ერთად”

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს სოფელში  წლების მანძილზე არსებული პრობლემის მოგვარება. სოფლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ჩაისუბანში არსებული წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიის მოუწესრიგებლობა და დანაგვიანებაა. დაბა ჩოხატაურის მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ ამ წყალსაცავიდან მარაგდება სასმელი წყლით. 
აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად კლუბის წევრებმა 2012 წლის მარტის თვეში წერილით მიმართეს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ჩოხატურის სერვისცენტრის მენეჯერს ბატონ კაკო შანიძეს, ჩაისუბანში არსებული წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე ბანერის განთავსების საჭიროების შესახებ. ბატონი აკაკი დაპირდა, რომ ბანერის დამზადებაში დაეხმარებოდა მოსწავლეებს. 
ა.წ. 5 აპრილს ბატონი აკაკი თავად ესტუმრა კლუბს და კლუბის წევრებთან ერთად წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე მონაწილეობა მიიღო აქციაში. კლუბის წევრებმა დაასუფთავეს მიმდებარე ტერიტორია, სადაც განთავსდა ბანერი ,,სუფთა წყალი, სუფთა გარემო შევინარჩუნოთ ყველამ ერთად”. 
გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრი