გურიის სამოქალაქო კლუბებმა ენერგორესურსების დაზოგვის აქცია ჩაატარა

2012 წლის 30 მარტს გურიის სამოქალაქო კლუბებისა და საინიციატივო ჯგუფების წევრთა ინიციატივით განხორციელდა აქცია „დედამიწის საათი“.  აქციის მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირების გაზრდა ენერგორესურსების დაზოგვის საკითხებზე. 
 
აქციის ინიციატორები იყვნენ  ოზურგეთის #4 და სოფ. ბახვის სამოქალაქო კლუბის და  ოზურგეთის #1, 2, 3, სოფ. ლიხაურის, შემოქმედის საინიციატივო ჯგუფის წევრები. ღონისძიებას შეუერთდნენ ოზურგეთის სამხატვრო სკოლის მოსწავლეები. მოსწავლეება ქალაქის ცენტრალურ პარკში დახატეს ნახატები ენერგიის დაზოგვის საკითხებზე, დაარიგეს საინფორმაციო ფურცლები და  პოსტერები. აქციაში მონაწილეობდა 50 მოსწავლე და ესწრებოდნენ მას მედიის წარმომადგენლები. 
 
მოსწავლეები დაუკავშირდნენ კერძო და სამთავრობო სტრუქტურებს და აქციაში 300–მდე ადამიანი ჩაერთო. ისინი მოუწოდებდნენ საზოგადოებას შეერთებოდნენ აქციას და 31 მარტს, საღამოს 8:30-დან 9:30-მდე გამოერთოთ ელექტროენერგია. 
მოზარდები ასევე ეწვივნენ და წერილითაც მიმართეს მხარის გუბერნატორს ბატონ ვალერი ჩიტაიშვილს, რათა გამოერთო ღამის განათება.  ბატონმა ვალერიმ მოუწონა ინიციატივა მოზარდებს და  31 მარტს  დანაპირები შეუსრულა. ამ დღეს ღამის განათების გარდა ბევრ დაწესებულებასა და ოჯახში გამოირთო ელექტროენერგია, რაც აქციის მნიშვნელოვანი შედეგია. 
 
გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრი