რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების“ პროგრამის პრეზენტაცია ჩატარდა

2012 წლის 3 აპრილს  ქ. ამბროლაურის N1 საჯარო სკოლაში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების“ პროგრამის პრეზენტაცია ჩატარდა.
 ღონისძიებას ეწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ადმინისტრაციულ ერთეულებში ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი - დავით გაგოშიძე,  ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ესმა ბერელიძე,  ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელი ამირან ქურასპედიანი, ამბროლაურის განათლების რესურს ცენტრის დირექტორი პლატონ დონაძე, ამბროლაურის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის  დირექტორი გურამ გორდეზიანი, პედაგოგები, მოსწავლეები და სკოლების ადმინისტრაცია.
 ქალბატონმა მარინა უშვერიძემ, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დირექტორმა,  პროგრამის მიზნებზე და კომპონენტებზე ისაუბრა. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრის დირექტორმა - ნინო სოხაძემ პროგრამის ფარგლებში შესრულებული საქმიანობის მიმოხილვა გააკეთა.
სამოქალაქო კლუბების წევრებმა  გაწეული მუშაობის შედგებზე, სამომავლო გეგმებზე და მცირე გრანტების ფარგლებში დაფინანსებულ პროექტებზე ისაუბრეს. 
ჭრებალოს სამოქალაქო კლუბის წევრებმა შეხვედრის დროს დადებითი პასუხი მიიღეს  სპორტული მოედნის მოწყობის შესახებ. ბატონმა დავით გაგოშიძემ სთქვა, რომ მიმდინარე წელს მთავრობა განათლების სამინისტროსთან ერთად ჭრებალოს საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული მოედნის მშენებლობას დააფინანსებს.
ლაილაშის სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა იათამზე ჩაჩხიანმა სთხოვა გუბერნატორს დახმარება გაეწია  ლაილაშის სკლოლის მე-10 კლასის მოსწავლე, საინიციატივო ჯგუფის წევრი - ნოდარ მიქაძისთვის, რომელიც არის ობოლი, სოციალურად შეჭივრებული, დისციპლინით და სწავლით წარმატებული, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ისტორიის ტურში პირველი ადგილის პრიზიორი. გუბერნატორი დაპირდა  გადასცეს მას კომპიუტერი საჩუქრად.
ცაგერის რაიონის სოფელ ბარდნალას საჯარო სკოლის დირექტორმა მთვარისა ახვლედიანმა შეახსენა ბატონ დავით გაგოშიძეს მშობელთა და მოსწავლეთა თხოვნა სკოლის შენობის გარემონტებასთან დაკავშირებით.  რაზედაც დადებითი პასუხი მიიღო გუბერნატორისგან, რომ ამ ზაფხულს სკოლას კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება.
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა გუბერნატორმა დავით გაგოშიძემ, რესურს ცენტრის დირექტორმა პლატონ დონაძემ, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დირექტორმა გურამ გორდეზიანმა, რომლებმაც აღნიშნეს რომ მზად არიან ითანამშრომლონ სამოქალაქო განთლებისა და პედაგოგთა გადამზადების ფარგლებში სამოქალაქო კლუბებთან და საინიციატივო ჯგუფებთან.
რეგიონის  რვა სკოლას გადაეცა ,,მცირე გრანტების“ პროგრამით დაფინანსებულ პროექტებზე გაფორმებული ხელშეკრულებები.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი