გავაზის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა სათბურის აღდგენა გადაწყვიტა

ყვარლის რაიონის, სოფელ გავაზის საჯარო სკოლის სამოქალაქო  კლუბმა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მცირე გრანტის პროექტის ფარგლებში სკოლის ტერიტორიაზე არსებული სათბურის აღდგენა გადაწყვიტა. მოსწავლეებმა  გაასუფთავეს ტერიტორია და გრანტის თანხით თბოგაყვანილობა დაამონტაჟეს, ხოლო ადგილობრივმა მთავრობამ  უზრუნველყო  სათბურში რამდენიმე მანქანა მიწისა და სასუქის შეტანა. მოსწავლეებმა უკვე დარგეს კიტრისა და პომიდორის ნერგები. მოსავლის აღების შემდეგ სკოლა გაყიდის ბოსტნეულს და შემოსული თანხით დაეხმარება სოფელში, სოციალურად დაუცველ ოჯახებს.
თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი