საინფორმაციო კამპანია ჯანსაღი კვების პოპულარიზაციისათვის

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა აწარმოეს კვლევა სკოლის მიმდებარე სავაჭრო ცენტრებში პროდუქტების ვარგისიანობის შემოწმების მიზნით. კვლევის შედეგად გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც ვადაგასული პროდუქტი იყო გაყიდვაში.
მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები ბიოპროდუქტისა და გენმოდიფიცირებული საკვების შესახებ, მოაწყეს ხილ-ბოსტნეულის გამოფენა და წარმოადგინეს იმ პროდუქტების სია, რომელთა ხშირი მოხმარება ბავშვებში იწვევს გარკვეულ დაავადებებს. მათ ასევე მოამზადეს და გაავრცელეს საინფორმაციო ბროშურები ჯანსაღი კვების თემაზე.
სწორი კვების ხელშეწყობის მიზნით სკოლაში გაიმართა ,,კულინარიული დუელი’’, რომელშიც მონაწილეებმა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტისგან დაამზადეს კერძები და გაუმასპინძლდნენ მოწვეულ სტუმრებს.