თანადგომის კვირეული დასრულდა

2012 წლის 9 -23 მარტს, სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეების ინიციატივით ჩატარდა  „თანადგომის“ კვირეული, რომლის  მიზანი იყო რეგიონის მოსახლეობის მობილიზება სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დასახმარებლად.
აქციაში მონაწილეობდნენ  სამცხე-ჯავახეთის სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესის კერძო სექტორის და მედიის წარმომადგენლები. 
ინფორმაცია კვირეულის  შესახებ 8 მარტს გავიდა  რეგიონალური ტელევიზიის    „ მეცხრე არხის“ საშუალებით. სამოქალაქო კლუბის  წევრები წინასწარ შეხვდნენ სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს აქციის მიზნები და მოუწოდეს აქციაში ჩართვა. 
აქციის შედეგად შეგროვდა 890 ლარი, სურსათი, მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები, სასკოლო ნივთები და  საჭიროების გათვალისწინებით გადაეცა სოფელ არალში არსებულ ინკლუზიური განათლების საკვირაო სკოლას,  ხაშურის საოჯახო ტიპის 4 ბავშვთა სახლს და ნინოწმინდის ბავშვთა  სახლს. 
აქციის მიმდინარეობა გაშუქდა ადგილობრივი ტელევიზიით.
ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი