გორის სამოქალაქო კლუბების მოსწავლეები საკრებულოს წევრებს შეხვდნენ

2012 წლის 28 მარტს, გორის 7 სკოლის სამოქალაქო კლუბის 18 წევრი  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს და კომისიების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი თემში არსებული პრობლემების შესახებ მსჯელობა და ერთობლივად მოგვარების გზების ძიება იყო.
 
მოსწავლეთა შეკითხვები შეეხებოდა  ქალაქში გაუმართავი ინფრასტრუქტურის პრობლემას, მოუწესრიგებელ მიწისქვეშა გადასასვლელებს, შშმპ-თათვის არაადაპტირებულ გარემოს და პანდუსების არ არსებობას, სკოლის მოსწავლეებისთვის მგზავრობის საფასურის შემცირებას, მდინარე ლიახვის გაუმაგრებელ სანაპიროებს,  საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მოძრაობის შემზღუდავი საგზაო ნიშნების არ არსებობას, საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოს არსებულ ნაგავსაყრელს, სადგურის დასახლებაში სათამაშო მოედნის არ ქონას და ა.შ. 
 
მოსწავლეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს, რიგ საკითხებთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ  შესაბამის კომისიებში განიხილავენ და შესაძლებლობების ფარგლებში იმოქმედებენ.  
 
მოსწავლეებმა შეხვედრა დადებითად შეაფასეს.  დასახეს სამომავლო მოქმედების გზები. გორის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, თითოეულ მათი წინადადება, აუცილებლად განიხილება და მოყვება შესაბამისი რეაგირება. 
 
„ამ შეხვედრამ დამარწმუნა, რომ მსგავსი საუბრები და და აზრთა გაცვლა-გამოცვლა აუცილებელია. მოზარდებისგან მოვისმინეთ ისეთი საკითხები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის. თავის მხრივ სამოქალაქო კლუბებმაც შემოგვთავაზეს თანამშრომლობა და ქალაქი სკვერებში დასუფთავების აქციების მოწყობა, ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთი თაობა მოდის, მათ ნამდვილად აწუხებთ თავიანთი ქალაქის და ქვეყნის ბედი“ - აღნიშნა თემურ ხაჩიურმა.
 
საზოგადოება "ბილიკი"