რუსთავის მერიის სათათბირო დარბაზში გამართულ საჯარო დებატს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

2012 წლის 28 მარტს რუსთავის მერიის სათათბირო დარბაზში ბოლნისის, გარდაბნის და რუსთავის საჯარო სკოლების სამოქალქო კლუბების წევრების  მონაწილეობით საჯარო დებატები გაიმართა თემაზე “ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა აგვარებდეს ახალგაზრდობის პრობლემებს?!“
 
საჯარო დებატს დაესწრნენ არასამათავრობო ორგანიზაციების, მერიის ახალგაზრდული ფრთის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მოსწავლეები და პედაგოგები. სულ 44 ადამიანი. 

დებატების მიმდინარეობას აკვირდებოდა რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი ნინო ბასილაშვილი, საგანმანათლებლო დებატების ექსპერტი ნინო ბერიშვილი და ჟურნალისტი მარიკა ვარდოშვილი. 

 დებატების მიმდინარეობისას დამსწრე აუდიტორიას მიეცა საშუალება კითხვები დაესვა მონაწილეებისთვის და გამოეთქვა საკუთარი აზრი. მოდებატების მოხსენების შემდეგ კი ყველა აქტიურად ჩაერთო საკითხის განხილვაში და პოლემიკაში.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ თვითმმართველობამ აუცილებლად უნდა მოაგვროს ახალგაზრდების პრობლემები და დამსწრე ახალგაზრდობას აქტიურობისკენ მოუწოდეს. 

მერიის ახალგზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს შეახსენეს, რომ ისინი მზად არიან დაეხმარონ ყველა საკითხის მოგვარებაში და მხარს დაუჭერენ  ყველა საინტერესო იდეას ან პროექტს. 

საბოლოოდ აუდიტორია  შეთანხმდა, რომ საჭიროა ახალგაზრდების კიდევ უფრო გააქტიურება, რის შემდეგაც ხელისუფლება მზად არის მათი ინიციატივების განხილვისა და შემდეგში განხორციელებისთვის.
„სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია“