ქვემო ქართლის სამოქალაქო კლუბების ვიზიტი საქართველოს პარლამენტში

2012 წლის 27 მარტს ბოლნისის, მარნეულის და რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებისთვის საქართველოს პარლამენტში ვიზიტი მოეწყო . მიწვეული იყო 40 მოსწავლე და 6 მასწავლებელი. მონაწილეთა დიდ ნაწილს ეთნიკური აზერბაჯანელები წარმოადგენდნენ.
 
პარლამენტში ვიზიტის დროს მოსწავლეები დაესწრნენ  პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომას, მოისმინეს რამდენი დეპუტატის გამოსვლა. სხდომის მიმდინარეობისას, პარლამეტის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი  მიესალმა  მოსწავლეებს  და ყველა მათგანს წარმატება უსურვა. 
 
შემდეგ მონაწილეებმა  პარლამენტის შენობა და  საჩუქრების მუზეუმი დაათვალიერეს   სადაც არა ერთი საინტერესო ნივთი ინახება. პარლამენტის შენობის  დათვალიერების შემდეგ ჯგუფმა შიდა ეზოში გადაინაცვლა და პატივი მიაგო იქ დაკრძალულ იუნკერებს. 
 
ვიზიტის დასასრულს კი მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ენახათ საქართველოს კათალიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის   ილია II  ფოტო მუზეუმი და ხარების ეკლესია.
 
დღის შეჯამებისას მოსწავლეებმა  სურვილი გამოთქვეს  უფრო დეტალურად გაეცნონ სხვა სახელმწიფო ორგანიზაციების  სტრუქტურასა და საქმიანობას.
 
„სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია“