საგზაო უსაფრთხოების მოგვარება

საგარეჯოს N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგზაო უსაფრთხოების საკითხების მოგვარება გადაწყვიტეს - ჩაატარეს საჭიროებათა კვლევა, ტრენინგი უსაფრთხო მგზავრობის შესახებ, გამართეს ქუჩის აქცია-პერფორმანსი, დაამზადეს საინფორმაციო ფურცლები და მოუწოდეს, როგორც მძღოლებს ისე ქვეითად მოსიარულეებს საგზაო მოძრაობის წესების დაცვისკენ. 

გარდა ამისა სკოლის წინ არ არსებობდა არავითარი გამაფრთხილებელი ნიშანი ან სიჩქარის შემაფერხებელი ბარიერი, ეს აძნელებდა გზის უსაფრთხოდ გადაკვეთას. 

მოსწავლეების მიერ წარმოებული ადვოკატირების კამპანია წარმატებული აღმოჩნდა. მოსწავლეების სკოლის ადმინისტრაციასთან და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიასთან  თანამშრომლობის შედეგად სკოლის წინ განთავსდა გამაფრთხილებელი საგზაო ნიშანი ,,ფრთხილად! წინ სკოლაა“.  

მოსწავლეებმა  მოხატეს სკოლის წინ არსებული ზებრა გადასასვლელი და კიდევ ერთხელ მოუწოდეს საზოგადოებას დაიცვან საგზაო უსაფრთხოების წესები. საპატრულო პოლიციამ მოსწავლეების უსაფრთხოების მიზნით, გადასასვლელის მოხატვის დროს საგზაო მოძრაობა შეაჩერა.