სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კომიტეტის შეხვედრა

2012  წლის 29–30 მარტს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კომიტეტის წევრთა შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი  იყო 25 თებერვლის კონფერენცია-გამოფენაზე სამუშაო ჯგუფების მიერ მიღებული რეკომენდაციების შეჯერება. 

კომიტეტის წევრებმა აქტუალური და მიზნობრივი საკითხები გამოკვეთეს და მათი გადაჭრის გზებზეც იმსჯელეს. მსჯელობისა და დისკუსიის ფონზე გამოიკვეთა დამატებითი სიკითხებიც. რეკომენდაციათა საბოლოო ვარიანტის შეჯერებაზე, მათი გათვალისწინების და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან შუამდგომლობის შესახებ შეხვედრაზე სამოქალაქო განათლების პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დირექტორმა მარინე უშვერიძემ ისაუბრა. 

ფორუმის კომიტეტმა ფორუმის დებულებაში ცვლილებები დამტკიცდა. კომიტეტის წევრთა საერთო რიცხვი განისაზღვრა 16-ით, რომელთაგან 11 იმავდროულად რეგიონალური კოორდინატორია. სწორედ იმიტომ, რომ პროგრამა 11 რეგიონს მოიცავს, შესაბამისად შეირჩა ამდენივე რეგიონალური კოორდინატორი. რეგიონების წარმომადგენელი კოორდინატორები ფორუმის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებსა და განსახორციებელ აქტივობებს ადგილებზე გაუწევენ კოორდინირებას.

ასევე განისაზღვრა რეგიონებში ჩასატარებელი ღონისძიებების ხასიათი. წლის ბოლომდე ფორუმის ფარგლებში ყველა რეგიონში ჩატარდება ფესტივალები, ღია გაკვეთილები და მრგვალი მაგიდები. 

აპრილ-მაისის თვეებში გადაწყდა ფესტივალების/კონფერენციების ჩატარება 11-ივე რეგიონში.