დებატები თემაზე - „ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა აგვარებდეს ახალგაზრდობის პრობლემებს“

ოთხშაბათს, 28 მარტს, 14:00 საათზე, მერიის სათათბირო დარბაზში გაიმართება საჯარო დებატები თემაზე - „ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა აგვარებდეს ახალგაზრდობის პრობლემებს“.
 
დებატებში მონაწილეობას მიიღებს ორი გუნდი: მტკიცებითი და უარმყოფელი, თითოეული გუნდის 2-ვე მომხსენებელი შეეცდება საკუთარ პოზიციის დაცვას. დებატებში მონაწილეობენ რუსთავის, გარდაბანისა და ბოლნისის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრები. 
 
თამაშის მიმდინარეობას დააკვირდება ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც საბოლოო ანალიზს გააკეთებენ. ექსპერტებად მოწვეულნი არიან რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი ნინო ბასილაშვილი, საგანმანათლებლო დებატების ექსპერტი ნინო ბერიშვილი, ჟურნალისტი მარიკა ვარდოშვილი. 
საჯარო დებატის ფორმატი, სხვა ფორმატისგან იმით გამოირჩვეა, რომ  აუდიტორიის ნებისმიერ წევრს საშუალება აქვს რეგლამენტით გათვალისწინებულ დროს ჩაერთოს თამაშის მიმდინარეობაში, გამოთქვას საკუთარი მოსაზრება და სურვილის შემთხვევაში შეკითხვები დაუსვას მომხსენებლებს. 
 
შეხვედრაზე მოწვეულნი არიან რუსთავის თვიმმართველობის პირველი პირები, ქალაქის მერი ზაქარია დარჩიაშვილი, მერის მოადგილე შორენა გარდაფხაძე, საკრებულოს თავმჯდომარე კახა გურგენიძე და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. 
შეხვედრის მიზანია საზოგადოებამ, ახალგაზრდობამ და თვითმმართველობამ ერთად იმსჯელონ ამ კონკრეტულ საკითხზე და ყველამ ერთად საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღოს.
შეხვედრას წაუძღვება სამოქალაქო კლუბების კოორდინატორი ქვემო ქართლში ნინი ვარდიაშვილი.

საჯარო დებატები „სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის“ ორგანიზებით იმართება და ეწყობა „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს PH international, მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 
 
პროგრამა ფინანსდება აშშ საერთაშიროსო განვითარების სააგანტოს(USAID) მიერ.


საკონტაქტო პირი: ანი ციცქიშივილი 593 76 34 05 Anitsitskishvili@gmail.com
„სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია“
E-mail: civic.siqa@gmail.com
www.siqa.org.ge