სამოქალაქო კლუბის ინიციატივა - პატარებს წიგნები სჭირდებათ!

2012  წლის 23 მარტს,     თბილისის 69-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „WinClub”- ის 12 წევრი თბილისის ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ჩვილ ბავშვთა სახლს ესტუმრა.  ბავშვთა სახლში სხვადასხვა ასაკის 0 -დან 5 წლამდე 50 ბავშვი და 11 დედა ცხოვრობს. 

კლუბის წევრებმა წინასწარ შეიტყვეს, რომ ბავშვთა სახლს არ აქვს ბიბლიოთეკა და გადაწყვიტეს  ხელი შეეწყოთ საბავშვო ბიბლიოთეკის ჩამოყალიბებისთვის. ამ მიზნით კლუბის წევრებმა შეიძინეს საბავშვო წიგნები და გადასცეს ბავშვთა სახლს. სხვა მოსწავლეების აქციაში ჩართვის მიზნით კლუბის წევრებმა ინფორმაცია სოცილაურიო ქსელის მეშვეობით გაავრცელეს. კლუბის Facebook-ის გვერდზე ინფორმაცია გავრცელდა- პატარებს წიგნები სჭირდებათ!

კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს,  ბავშვთა სახლის დირექციასთან შეთანხმებით,  დახმარება გაუწიონ  პატარებს და შაბათ–კვირას მოხალისეებად იმუშაონ ბავშვთა სახლში. 
 
წყარო: თბილისის მოზარდთა სახლი