სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო კლუბების წევრების შეხვედრა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებთან

2012 წლის 20 მარტს,   ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის  ცენტრის ოფისში, ჩატარდა  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის პარტნიორი სკოლების  სამოქალაქო კლუბების ლიდერების (30 მოსწავლე) შეხვედრა საპატრულო პოლიციის წარმადგენლებთან - ბატონ ზაზა ადილაშვილთან და ბატონ კახა ბალახაშვილთან (ინფორმაციისა და საჩივრების განყოფილება).
 
შეხვედრა წარიმართა დიალოგის ფორმატში, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა დეტალურად გააცვნეს მოსწავლეებს ინფორმაცია საპატრულო პოლიციის მუშაობის და   ფუნქციების შესახებ. ისაუბრეს ქვეითად მოსიარულეების გადაადგილების წესებისა და მათი მხრიდან დაშვებული დარღვევების შსაბამისი ჯარიმებისა და სანქციების შესახებ. საუბარი შეეხო ტრანსპორტით მოძრაობის დროს უსაფრთხოების წესების დაცვის აუცილებლობას. მოსწავლეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მათთვის საინტერესო საკითხებზე როგორიცაა: მართვის მოწმობის აღების წესები სკოლის ასაკში, რა ქმედების შემთხვევაში იქნება ჩამორთმეული მართვის მოწმობა,  რა შემთხვევაში ეკისრება საჯარიმო სანქციები მშობლებს.
 
საუბარი შეეხო ახალციხის ტერიტორიაზე არსებულ საგზაო ნიშნებს და რამდენად უზრუნველყოფს   ეს უსაფრთხო  მოძრაობას, ასევე ქალაქისა და რაიონის  რომელი მონაკვეთი საჭიროებს დამატებით საგზაო ნიშნების განთავსებას და მოძრაობის მოწესრიგებას.
 
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ შემდგომი შეხვედრის მოწყობის   შესახებ.
 
წყარო: ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი