სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ონლაინ კონფერენცია გაიმართა

2012 წლის  18 მარტს, თბილისის მოზარდთა სახლში, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ონლაინ კონფერენცია გაიმართა სამოქალაქო განათლების თემაზე. ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იყო მწერალი ლაშა ბუღაძე. 

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად თბილისის მოზარდთა სახლში შეიკრიბნენ თბილისის #11-ე,10-ე,7-ე,173-ე,161-ე,69-ე,23-ე,1-ლი ექსპერიმენტალური, აფხაზეთის 2-ე, მწიგნობართუხუცესის სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები. ასევე ონლაინ კონფერენციაში ჩაერთვნენ მოსწავლეები რეგიონებიდან.

მთავარი კითხვა რომელიც მოსწავლეებმა ლაშა ბუღაძეს დაუსვეს იყო - ”რას ნიშნავს იყო მოქალაქე”, გარდა ამისა დისკუსიები შეეხო მოქალაქის პასუხისმგებლობის და უფლებების საკითხებს. ლაშა ბუღაძემ მოსწავლეებს სამოქალაქო აქტივობის საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და   სამოქალაქო კლუბების საქმიანობით დაინტერესდა.

ონლაინ კონფერენცია საინტერესოდ ჩატარდა. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში სხვა საგანმანათლებლო თემებზე ონლაინ კონფერენციები სისტემატიურად ჩატარდება.