ონლაინ კონფერენცია სამოქალაქო კლუბების წევრების მონაწილეობით

2012 წლის 1 მარტს, თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ონლაინ კონფერენცია ჩატარდა, რომელსაც დაესწრნენ  თბილისის  51-ე, 71-ე, მე-11, მე-10, 1-ლი ექსპერიმენტული, 1-ლი კლასიკური გიმნაზიის, ბრიტანულ-ქართული აკადემიის სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები და ამერიკული აკადემიის სტუდენტები.  ონლაინ კონფერენცია განხორციელდა  პროგრამის ”ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს ატლანტიკის მიღმა”   ფარგლებში ამერიკული აკადემიის ორგანიზებით.
 
ა.წ. თებერვლის თვეში, 1-ლი ექსპერიმენტული სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ღონისძიებაზე  დასწრების დროს, ნებრასკოს უნივერსიტეტის პროფესორმა დელვინ ჰარნიშმა და ჰემპტონის კოლეჯის პედაგოგმა მერი ლუ ელენამ  შესთავაზეს სამოქალაქო კლუბის წევრებს მონაწილეობა მიეღოთ ონლაინ კონფერენციაში, რასაც მოსწავლეები სიხარულით დათანხმდნენ.
 
კონფერენციის მოდერატორი იყო ამერიკული აკადემიის დირექტორი ბატონი ჰარი გრიფინი. ონლაინ კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ პიტსბურგის ოთხი სკოლის მოსწავლეები (აშშ) და ისლამაბადის საშუალო სკოლის სტუდენტები (პაკისტანი).
კონფერენციაზე განიხილეს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები, ამ თემაზე გამოქვეყნებული სტატიები და პუბლიკაციები. 
 
სამოქალაქო განათლების კლუბების წევრებმა ქართველ და უცხოელ თანატოლებთან ერთად აქტიურად იმსჯელეს ზემოაღნიშნულ საკითხებზე. ისინი გაეცნენ სხვა ქვეყნების თანატოლების აზრს ადამიანის უფლებებზე და ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე. ყველა შეთანხმდა, რომ ასეთი კონფერენციები კვლავაც უნდა გაგრძელდეს ახალგაზრდების სამოქალაქო თვითშეგნების ასამაღლებლად და მათი ტოლერანტობის გასაძლიერებლად. 
 
ამერიკული აკადემიის წამომადგენლები დაპირდნენ ახალგაზრდებს, რომ კვლავაც დაგეგმავდნენ  ონლაინ კონფერენციას სხვადახვა საინტერესო თემებზე, სადაც მოიწვევდნენ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის  სხვა კლუბების წევრებს. 
 
თბილისის მოზარდთა სახლი