თანადგომის კვირეული

2012 წლის 9 მარტს, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში სტარტი აიღო  „თანადგომის“ კვირეულმა, რომლის  მიზანია  საინფორმაციო კამპანიის ჩატარება და რეგიონის მოსახლეობის მობილიზება სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დასახმარებლად.
 
აქციაში მონაწილეობას ღებულობენ სამცხე-ჯავახეთის სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესის კერძო სექტორის და მედიის წარმომადგენლები. 
ინფორმაცია კვირეულის  შესახებ 8 მარტს გავიდა  რეგიონალური ტელევიზიის    „ მეცხრე არხის“  საშუალებით. სამოქალაქო კლუბის  წევრები წინასწარ შეხვდნენ სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს აქციის მიზნები და მოუწოდეს აქციაში ჩართვა. 
 
9  მარტს, 14:00  საათზე, ახალციხის ცენტრალური პარკიდან მოეწყო მსვლელობა. აქციის შედეგად შეგროვდა 855 ლარი, სურსათი, მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები, სასკოლო ნივთები და სხვა. 
 
კვირეულის დასრულების შემდეგ  ყველა სახის დახმარება გადანაწილდება და მიეწოდება, როგორც ბავშვთა სახლების წარმომადგენლებს, ასევე სოციალურად დაუცველ ოჯახებს.
 
 აქციის მიმდინარეობას აშუქებს ადგილობრივი ტელევიზია.
 
ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი