კომპანიის წარმომადგენლები პირადად ეწვივნენ ბორჯომის #4, სოფელ დიდი სმადის და სოფელ ურაველის საჯარო სკოლებს, რომელთა პროექტებიც სკოლისა და თემის მასშტაბით წიგნიერების დონის ამაღლებას ემსახურებოდა. სკოლებმა FRIXX-ისგან საჩუქრად მიიღეს წიგნები და წიგნების თარო. ასევე, დონორ კომპანიას გააცნეს მათ მიერ განხორციელებული აქტივობები.…
PR Team
Latest posts - Page 4
პედაგოგებისა და სკოლის დირექტორების ტრენინგ-ბანაკები დასრულდა.
ბანაკები პარალელურ რეჟიმში, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას იღებდა 70-მდე სკოლის დირექტორი და მასწავლებელი, 11 სხვადასხვა რეგიონიდან. ხუთდღიანი ბანაკის ფარგლებში, მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება პროექტულ სწავლებაზე, მოსწავლეებში ლიდერული უნარ-ჩვევების გაზრდაზე და სხვადასხვა სასწავლო მეთოდოლოგიებზე, რაშიც მათ მოწვეული…
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროექტის “დემოკრატიული მოქალაქეობის კომპეტენციები საუნივერსიტეტო და სასკოლო კურიკულუმებში” შემაჯამებელი კონფერენცია, რომელიც USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გაცემული გრანტით მიმდინარეობდა.
კონფერენციაზე, პროექტის გუნდმა წარადგინა განხორციელებული პროექტის შესახებ ინფორმაცია – პრაქტიკის კვლევები და მიღებული შედეგი. ასევე მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება მოესმინათ მოხსენებები შემდეგ თემებზე: – საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლა, დემოკრატიული სკოლა, მოსწავლეები და სასკოლო კულტურა. კონფერენციაზე გაიმართა პანელური დისკუსიები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და…
დღეს პედაგოგებისა და სკოლის დირექტორების ტრენინგ-ბანაკები დაიწყო!
ბანაკები პარალელურ რეჟიმში, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში მიმდინარეობს, რომლებშიც მონაწილეობს 70-მდე სკოლის დირექტორი და მასწავლებელი 11 სხვადასხვა რეგიონიდან. ბათუმსა და ბორჯომში შეკრებილი მონაწილეები, ხუთდღიანი ბანაკების ფარგლებში, ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას პროექტულ სწავლებაზე, მოსწავლეებში ლიდერული უნარ-ჩვევების გაზრდაზე და სხვადასხვა სასწავლო მეთოდოლოგიებზე,…
ლიდერი სკოლების ონლაინ ფორუმი დასრულდა!
ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 22 სკოლის წარმომადგენელმა აუდიტორიას გაუზიარა სკოლებში დემოკრატიული კულტურის განვითარების მიზნით, მოსწავლეთა თვითმმართველობების მიერ განხორციელებული ინიციატივები. აღნიშნული ინიციატივები სკოლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას ემსახურებოდა და სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით განხორციელდა. ლიდერი სკოლები, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში…
დღეს ლიდერი სკოლების ონლაინ ფორუმი დაიწყო
ფორუმში, პირველ დღეს, საქართველოს მასშტაბით, 11 სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და დირექტორები მონაწილეობენ. ისინი დამსწრეებს უზიარებენ სკოლებში დემოკრატიული კულტურის განვითარების მიზნით, მოსწავლეთა თვითმმართველობების მიერ განხორციელებულ ინიციატივებს. ფორუმი გახსნა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორმა მარინა უშვერიძემ. ფორუმის პირველი სესიის – მოსწავლეთა…
Tbilisi Hills Golf-ის გამართულ საქველმოქმედო საღამოზე შეგროვილი თანხით, მოსწავლეების მიერ ინიცირებული 9 პროექტი დაფინანსდება!
კომპანიამ უკვე შეარჩია პროექტები ქვემო ქართლის, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებიდან, რომლებიც საქველმოქმედო საღამოზე შეგროვილი თანხით – ჯამში 15 000 ლარით დაფინანსდება. საქველმოქმედო საღამო Tbilisi Hills Golf-მა 15 ივნისს გამართა, სადაც, გამომსვლელთა შორის, რუსთავის #4 საჯარო სკოლის მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების…
მიმდინარე წლის ბოლო, მე-11 შემაჯამებელი ღონისძიება მცხეთა-მთიანეთში გაიმართა.
მოსწავლეებმა ერთმანეთს წარუდგინეს მათ მიერ განხორციელებული საუკეთესო პროექტები და ისაუბრეს სხვადასხვა სექტორთან თანამშრომლობისას მიღებულ გამოცდილებაზე. რეგიონის მასშტაბით, სასკოლო სამოქალაქო კლუბებმა 54 პროექტი განახორციელეს, მოსწავლეთა თვითმმართველობებმა კი 74. მცხეთა-მთიანეთში USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორია “ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი”.
მიმდინარე აკადემიური წლის ბოლო, მე-11 სკოლა-ბიზნესის ფორუმი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვაენთის მასშტაბით გაიმართა.
მოსწავლეებმა ადგილობრივ კერძო სექტორს წარუდგინეს პროექტები მათთვის აქტუალურ თემებზე, რათა იპოვონ მსგავსი საკითხებით დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც დაეხმარებიან ამ პროექტების განხორციელებაში. ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდა 7 ადგილობრივი კომპანია, რომლებმაც გასულ წელს მხარი დაუჭირეს მოსწავლეთა იდეებს: Blauenstein/ბლაუენშტაინი, საოჯახო სასტუმრო “მხატვრის სახლი” რაჭაში /…
აკადემიური წლის შემაჯამებელი ღონისძიება კახეთის რეგიონში!
ჩვენს პროგრამაში ჩართულმა სკოლებმა, სასწავლო წლის განმავლობაში, 125 საკლუბო ინიციატივა და 120 მოსწავლეთა თვითმმართველობის პროექტი განახორციელეს, მათგან საუკეთესოები კი ერთმანეთის წინაშე წარადგინეს. ღონისძიებაზე ასევე გამოვლინდნენ ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სკოლები: სსიპ – მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ თელავის N4 საჯარო სკოლა სსიპ…