პროგრამაში ჩართული სკოლების მოსწავლეები ახალდაბაში შეიკრიბნენ, სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ ტრენინგებს პროექტის წერისა პრეზენტაციის უნარების შესახებ. ასევე, მონაწილეობა მიიღეს გასართობ და შემეცნებით აქტივობებში.
PR Team
Posts created: 46
Latest posts - Page 2
მოსწავლეები, რომლებიც სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მესამე ტურში გადავიდნენ, ბაკურიანში გამართულ ბანაკში იღებენ მონაწილეობას.
პირველ დღეს, ჟიურის წევრებმა, აპლიკაცია goosechase-ით გამოყენებით, მოსწავლეებს გააცნეს დამატებითი ქულების დასაგროვებელი დავალებები. შემდეგი სესია დაეთმო ასევე საკონკურსო დავალებას, სადაც მონაწილეებს დაევალათ სხვადასხვა ფოტოების დასათაურება შესაბამისი არგუმენტებით. მომდევნო დღეების განმავლობაში,…
MSG HOUSE-Gori-ს დაფინანსებით, ხაშურის #8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი “ბავშვები დედების გასაძლიერებლად”.
მოზარდებმა მიზნად დაისახეს თემში მცხოვრები დედების სამეწარმეო კომპეტენციის ამაღლება და სკოლაში გახსნეს დეკუპაჟის სახელოსნო. ასევე, ჩაატარეს ტრენინგი თემაზე “როგორ ვაქციოთ ჰობი ბიზნესად”. მოსწავლეებისა და მათი მშობლების ხელით შექმნილი ნამუშევრებისთის გაიმართა…
სილამაზის ცენტრ „გოლდის“ დაფინანსებით, სოფელ ფხვენისის საჯარო სკოლაში შესაძლებელი გახდა ბიბლიოთეკის კეთილმოწყობა და წიგნის ფონდის განახლება.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოამზადეს კითხვარი და გამოკითხეს სასკოლო საზოგადოება, რათა აგეგოთ, რა ჟანრის წიგნების ისურვებდნენ ბიბლიოთეკაში. შედეგად, სკოლაში განახლდა მკითხველთა კლუბ “ლიბროს” საქმიანობა. მოსწავლეებმა უკვე წაიკითხეს მიხეილ ჯავახიშვილის “ეშმაკის ქვა”,…
მოსწავლეთა თვითმმართველობების თავმჯდომარეებისა და სამოქალაქო კლუბების ლიდერებისთვის ბაკურიანში 4-დღიანი საზაფხულო ბანაკი გაიმართა.
მასში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა შიდა ქართლის 33 პარტნიორი სკოლიდან. ტრენინგების მთავარ თემებს შორის იყო პროექტის წერა და სასკოლო თვითმმართველობების გაძლიერება. შედეგად, მოსწავლეებმა თავად შეიმუშავეს პროექტები, რომლებსაც თანატოლებთან ერთად განახორციელებენ ახალ…
სიახლე
FRIXX-მა ქვემო ქართლში გამართულ სკოლა-ბიზნესის ფორუმზე 2 პროექტი დააფინანსა.
სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, კომპანიის მხარდაჭერით შეიძინეს აუდიო აპარატურა, რაც მათ მუსიკალური და ქორეოგრაფიული წარმოდგენებისთვის ესაჭიროებოდათ. სოფელ შულავერის #1-მა საჯარო სკოლამ, ფრიქსის დაფინანსებით სპორტული ინვენტარი შეისყიდა. შედეგად, სკოლაში რეგულარულად…
კომპანია Dio . დიოს დაფინანსებით, თბილისის #169 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა პროფესიული განათლების პოპულარიზაციას.
პროექტის საწყის ეტაპზე, მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა, როგორც თანატოლებში, ასევე მშობლებში, რათა გაეგოთ მათი მოსაზრებები პროფესიული განათლების შესახებ. შემდეგ, ესტუმრნენ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს. მათ შორის იყო ვიზიტი გლდანის პროფესიულ მოსამზადებელ ცენტრში,…
გურიაში, სოფელ გომში, მოსწავლეებისთვის საზაფხულო დღის ბანაკი გაიმართა.
ბანაკში 20 პარტნიორი სკოლის 50 მოსწავლე მონაწილეობდა. მოსწავლეები გაეცნენ პროექტის წერის ტექნიკებს, რის შემდეგაც თავად შეიმუშავეს პროექტები მათთვის აქტუალურ თემებზე. ასევე, ჩაერთნენ სამოქალაქო გაანთლების თემატიკაზე გამართულ ვიქტორინაში და სხვა სახალისო…
სოფელ ოკამის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, ხეხილის ბაღი გააშენეს .
პროექტის ფარგლებში, სკოლის თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბის წევრმა მოსწავლეებმა, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგეს ხეხილი და შემოღობეს ტერიტორია. ამ პროცესში, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, მათ ბიზნესმენი მამუკა ბექაური დაეხმარა.
გორის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებმა საზაფხულო დღის ბანაკში მიიღეს მონაწილეობა.
ბანაკი მოიცავდა ტრენინგებს ისეთი თემების შესახებ, როგორებიცაა სხვადასხვა სექტორს შორის თანამშრომლობა პიარ კამპანიების დაგეგმვა და პროფესიული ორიენტაცია. ასევე, მოსწავლეები ეთნოგრაფიულ მუზეუმს, ეროვნული თავდაცვის აკადემიას და შეხვდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს,…