ორი თვის განმავლობაში, 11 მოსწავლე იყო ჩართული “ჭრელა 2017”-ის ყოველდღიურ საქმიანობაში: პროდუქტის ლაბორატორიულად შემოწმება, ყველის ამოყვანა, ბოთლებში რძის ჩამოსხმა და ეტიკეტირება. კოოპერატივი “ჭრელა 2017” სოფელ ლასურიაშში მდებარეობს და ტრადიციულთან ერთად, არტიზანულ ყველს აწარმოებს. ის მოიცავს როგორც მესაქონლეობის ფერმას, ისე რძის…
PR Team
Latest posts - Page 6
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებმა გაიარეს ონლაინ კურსები თამაშების დეველოპმენტის, მობილური აპლიკაციების დეველოპმენტისა და ვებსაიტების შექმნის მიმართულებით.
მათ მიერ შექმნილი თითოეული აპლიკაცია, თამაში თუ საიტი ეხება ისეთ აქტუალურ თემებს საზოგადოებაში, როგორებიცაა ნარჩენების გადამუშავება, მიუსაფარი ცხოველების სიმრავლე, საგზაო უსაფრთხოება და სხვა. კურსები ორგანიზებულია USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორის – GeoLab • ჯეოლაბის მიერ.
სკოლა-ბიზნესის ფორუმი ამჯერად გურიის მასშტაბით გაიმართა.
ჩვენი პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა ადგილობრივ კერძო სექტორს 11 საპროექტო იდეა წარუდგინეს. მათი მიზანი იყო ეპოვათ მსგავსი საკითხებით დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც მხარს დაუჭრდნენ ამ პროექტების განხორციელებას. ღონისძიება გახსნა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის კერძო სექტორის ჩართულობის სპეციალისტმა ელენე ჩხეიძემ. ასევე, ღონისძიებაზე დამსწრეებს…
თამარ ჯინჭარაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლე და მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეა.
“როცა თვითმმართველობის თავჯდომარედ ამირჩიეს, არანაირი გამოცდილება არ მქონდა ამ მიმართულებით, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამამ კი საშუალება მომცა შემეძინა ის უნარები, რომლებიც დამეხმარა მუშაობის პროცესში. ვისწავლე თუ როგორ ვითანამშრომლო თემთან, დირექციასთან, მოსწავლეებთან და როგორ გავუკეთო ორგანიზება ღონისძიებებს. შესაძლებლობა მომეცა გამეზიარებინა სხვა…
“USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა არის განვითარების საუკეთესო შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, როგორც პიროვნულად, ასევე კარიერულად. იმ უნარებისა და ცოდნის უმეტესობა, რაც მაქვს, შევიძინე სწორედ ამ პროგრამის მეშვეობით.” – ამბობს მარი მალვენოვი, ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე.
მარი მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეა და ამ დროისათვის 17 სხვადასხვა პროექტი აქვს განხორციელებული. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია გენდერული სტერეოტიპების დამსხვრევა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა, რის გამოც, საკუთარ თემში, მეგობრებთან ერთად, არაფორმალური კლუბები დააარსა. ასევე, სკოლის მასშტაბით ჩაატარა ინტელექტუალური თამაშები “რა? სად? როდის?”…