საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში სამოქალაქო აღზრდას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. 2006 წლიდან ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულმა ამ შედარებით ახალმა საგანმა, უპირველესად მოსწავლეთა დაინტერესება და მოტივაციის ამაღლება გამოიწვია.
სამოქალაქო აღზრდის, როგორც დისციპლინის მიზანია ზოგადი განათლების ყველა საფეხურზე ხელი შეუწყოს ინფორმირებული, აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის აღზრდას. ამასთან, აღნიშნული საგნის სწავლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის სამოქალაქო კომპეტენციის ჩამოყალიბებისა და საზოგადოებაში სამოქალაქო კულტურის დამკვიდრებისათვის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №40/ნ ბრძანებით 2016 წელს დამტკიცდა 2018-2024 სასწავლო წლების ეროვნული სასწავლო გეგმა (დაწყებითი საფეხური),
ჩამოტვირთეთ: ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა (დაწყებითი საფეხური) 2018-2024.
დაწყებითი საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა დაიწყება 2018-2019 სასწავლო წლიდან.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ეროვნული სასწავლო გეგმის პორტალს და გაეცანით საბაზო საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის განსახილველ ვერსიებს: ncp.ge