ველოსადგომის მოსაწყობად საჭირო თანხა მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა “გაზაფხულის ფესტივალის” ფარგლებში შეაგროვეს, რომელიც ჩვენი პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა. ხელნაკეთი ნივთების, უალკოჰოლო სასმელებისა და ნახატების გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდა მოსწავლეთა ინიციატივის განხორციელებას. პროექტის ფარგლებში მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა ითანამშრომლეს სკოლის ადმინისტრაციასთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის…
CIVICS GE
Latest posts - Page 4
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოში რეგისტრირებული სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთვის.
საგრანტო კონკურსის მიზანია უნივერსიტეტებსა და სკოლებს შორის სამოქალაქო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება და საგანმანათლებლო პროგრამებში სამოქალაქო განათლების პრინციპების ინტეგრირება. მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა გასცემს ორ გრანტს. თითოეული წარმოდგენილი პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 15, 000 აშშ დოლარს.კონკურსში…
“წლის დემოკრატიული სკოლის” ჯილდოს მფლობელები ცნობილია!
გამარჯვებელები არიან:აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლაქ. საჩხერის #2 საჯარო სკოლაქ. ბოლნისის #5 საჯარო სკოლაქ. თბილისის #182 საჯარო სკოლაქ. ბათუმის #16 საჯარო სკოლაღონისძიება გახსნა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორმა მარინა უშვერიძემ. ასევე, მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე…
ჰელფინგ ჰენდ (Helping Hand)-მა დაიწყო პრეზენტაციების გამართვა ჩვენი პროგრამის პარტნიორ სკოლებში, რათა შეარჩიოს აქტიური მოსწავლეები პროექტისთვის “მოხალისეები მოხალისეებისთვის”. შეხვედრა უკვე ჩატარდა №123 საჯარო სკოლაში.
პროექტის მიზანია, მოხალისეობის გზით, მოსწავლეებისა და სკოლადამთავრებული ახალგაზრდების ერთობლივად ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში.პროექტის ამოცანებია:მოსწავლეების კომპეტენციების ამაღალება მოხალისეობის გზითმოხალისეობის პოპულარიზაცია სკოლებში საერთაშორისო მოდელის “სერვისის სწავლების” (Community Service Learning) გამოყენებითა და დანერგვითმოხალისეობრივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება შერჩეულ სკოლებშისკოლის მოსწავლეებსა და სკოლადამთავრებულ ახალგაზრდებს შორის…
დღეს USAID/საქართველოს მისიის დირექტორი – ჯონ პენელი ახალციხის №1 საჯარო სკოლას ესტუმრა. ის პირადად გაეცნო მოსწავლეების მიერ განხორციელებულ პროექტებს და უპასუხა მათ შეკითხვებს.
ახალციხის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მისიის დირექტორსა და სხვა სტუმრებს წარუდგინეს პროექტი მედიაწიგნიერებისა და დეზინფორმაციის შესახებ. ასევე, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სოფელ ეშტიის #1-მა, სოფელ ურაველის, და დაბა ახალდაბის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა. მათი პროექტები ეხებოდა თანამშრომლობას ადგილობრივ და კერძო…
შიდა ქართლის მასშტაბით, პარტნიორი სკოლების მოსწავლეებისთვის ჩატარდა ტრენინგების ციკლი თემებზე: ადვოკატირება, პროექტების წერა და მენეჯმენტი, ეფექტური კომუნიკაცია, მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები.ტრენინგების მონაწილეებმა გამოკვეთეს სასკოლო და სათემო პრობლემები, შემდეგ კი შეიმუშავეს პროექტები მათ მოსაგვარებლად. პროექტების განხორციელება მოხდება მიმდინარე აკადემიური წლის პირველ სემესტრში,…
FRIXX-მა სოფელ ბალანთის საჯარო სკოლის პროექტი დააფინანსა.
მოსწავლეებმა სამცხე-ჯავახეთში გამართულ სკოლა-ბიზნესის ფორუმზე წარადგინეს მათი იდეა სკოლის ეზოს გამწვანების შესახებ, სადაც ქართული ჩიფსის მწარმოებელი კომპანიის მხარდაჭერა მოიპოვეს. პროექტის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენელმა თამაზ ქურდაძემ მოსწავეებს უკვე გადასცა 30 არყის ხის ნერგი, რომლებიც სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგო.
“არა ძალადობას” მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული ერთ-ერთი პროექტია. იდეის ავტორები სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან, რომლებმაც მიზნად დაისახეს თემში ცნობიერების ამაღლება ძალადობის შესახებ.
“USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იყო ჩვენს საზოგადოებაში პოზიტიური გავლენის მოსახდენად. პროექტმა განსაკუთრებული სარგებელი მოუტანა თემში მცხოვრებ ქალებს და ბავშვებს, რადგან მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ძალადობის პრევენიციის გზებზე. პროექტის შედეგად მნიშვნელოვნად ამაღლდა საზოგადოების ცნობიერება ძალადობის შესახებ, რაც, ჩვენი აზრით, ყველას…
მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა მხარს უჭერს სასკოლო საზოგადოების სხვადასხვა ინიციატივას. მათ შორის ერთ-ერთია პროექტი “თოჯინები მოგვითხრობენ უფლებებზე, რომელიც სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მათი სამოქალაქო განათლების პედაგოგის – ელისო ჩიქოვანის დახმარებით განახორციელეს. “ალბათ ბევრს გაუკვირდება, რა…