შიდა ქართლის მასშტაბით, პარტნიორი სკოლების მოსწავლეებისთვის ჩატარდა ტრენინგების ციკლი თემებზე: ადვოკატირება, პროექტების წერა და მენეჯმენტი, ეფექტური კომუნიკაცია, მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები.ტრენინგების მონაწილეებმა გამოკვეთეს სასკოლო და სათემო პრობლემები, შემდეგ კი შეიმუშავეს პროექტები მათ მოსაგვარებლად. პროექტების განხორციელება მოხდება მიმდინარე აკადემიური წლის პირველ სემესტრში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მხარდაჭერით. ტრენინგებს დაესწრო 250-ზე მეტი მოსწავლე გორის, ქარელის, ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტებიდან.
Related posts
სიახლე
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები მეწარმე სოფიო ნათენაძეს შეხვდნენ.
ნოემბერი 19, 2024
საგრანტო კონკურსები
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა აცხადებს მცირე გრანტების კონკურსს!
ნოემბერი 18, 2024