Archive

თვე: აპრილი 2024

სკოლა-ბიზნესის ფორუმი ამჯერად გურიის მასშტაბით გაიმართა.

ჩვენი პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა ადგილობრივ კერძო სექტორს 11 საპროექტო იდეა წარუდგინეს. მათი მიზანი იყო ეპოვათ მსგავსი საკითხებით დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც მხარს დაუჭრდნენ ამ პროექტების განხორციელებას. ღონისძიება გახსნა USAID-ის სამოქალაქო განათლების…

თამარ ჯინჭარაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლე და მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეა.

“როცა თვითმმართველობის თავჯდომარედ ამირჩიეს, არანაირი გამოცდილება არ მქონდა ამ მიმართულებით, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამამ კი საშუალება მომცა შემეძინა ის უნარები, რომლებიც დამეხმარა მუშაობის პროცესში. ვისწავლე თუ როგორ ვითანამშრომლო თემთან, დირექციასთან,…

სკოლა-ბიზნესის ფორუმი ამჯერად სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით გაიმართა. მოსწავლეებმა, ადგილობრივი კერძო სექტორის წინაშე, 10 სხვადასხვა პროექტი წარადგინეს დაფინანსების მოსაპოვებლად.

ფორუმზე “სკოლის მხარდამჭერი ბიზნესის” ჯილდოები გადაეცათ კომპანიებს ფრიქსი • FRIXX და ქვისარტყელა, რომლებმაც გასულ წელს მხარი დაუჭირეს მოსწავლეთა პროექტების განხორციელებას. ასევე, საკუთარი კომპანიების კორპორქციული სოციალური პასუხოსმგებლობის შესახებ ისაუბრეს TBC –…

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი ახალქალაქს ესტუმრა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი ახალქალაქს ესტუმრა, სადაც მას უმასპინძლეს სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით ჩვენი პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა. შეხვედრაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტები, რომლებიც ეხებოდა სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას,სასმელი წლის პრობლემის…

გაცნობებთ, რომ კერძო სექტორისთვის გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება შეწყდა.

შემდეგ ეტაპზე გადასულმა კომპანიებმა შეტყობინება ელ.ფოსტით მიიღეს.  მადლობას ვუხდით ყველა კონკურსანტს მონაწილეობისთვის და ვუსურვებთ წარმატებას!  საგრანტო კონკურსი 2024 წლის შემოდგომაზე კვლავ გამოცხადდება

“USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა არის განვითარების საუკეთესო შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, როგორც პიროვნულად, ასევე კარიერულად. იმ უნარებისა და ცოდნის უმეტესობა, რაც მაქვს, შევიძინე სწორედ ამ პროგრამის მეშვეობით.” – ამბობს მარი მალვენოვი, ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე.

მარი მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეა და ამ დროისათვის 17 სხვადასხვა პროექტი აქვს განხორციელებული. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია გენდერული სტერეოტიპების დამსხვრევა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა, რის გამოც, საკუთარ თემში, მეგობრებთან ერთად, არაფორმალური კლუბები…

სოფელ არლის საჯარო სკოლამ, განათლების სამინისტროსგან, 27 097 ლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო. ამ პროცესში მოსწავლეებს სამცხის მაჟორიტარი დეპუტატი – ანტონ ობოლაშვილი დაეხმარა.

ყველაფერი მოსწავლეების მიერ ჩატარებული კვლევით დაიწყო, რამაც გამოავლინა სასკოლო საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები: სკოლამდე მისასვლელი გზის მოუწესრიგებლობა, სააქტო დარბაზის არარსებობა და სკოლის ეზოს კეთილმოწყობა. მათი მოგვარების მიზნით, მოსწავლეთა თვითმმართველობამ ორგანიზება…

Close