Archive

თვე: დეკემბერი 2023

სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლამ, რომელმაც რეგიონის მასშტაბით ლიდერი სკოლის სტატუსი მოიპოვა, საკუთარი გამოცდილების გაზიარების მიზნით შეხვედრა მოაწყო.

შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამის 18 პარტნიორი სკოლის და 2 არაპარტნიორი სკოლის წარმომადგენლები. ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლამ მათ უამბო საკუთარ სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობებისა და საკლუბო აქტივობების შესახებ. ასევე, მოწვეულმა ექსპერტმა,…

“მომეცი მაგალითი – გადაიხადე!“ – რუსთავის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეების პროექტია, რომელიც რუსთავის მერიასა და რუსთვის მუნიციპალურ ავტოტრანსპორტთან თანამშრომლობით განხორციელდა.

პროექტის იდეა მოსწავლეებს რუსთავის ავტობუსების აფრეხში ვიზიტისას გაუჩნდათ, სადაც დაათვალიერეს ტერიტორია, გაეცნენ ავტობუსების უსაფრთხოების სტანდარტებს და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშობის სხვა თავისებურებებს. ვიზიტის შემდეგ, მოსწავლეებმა თემში ჩაატარეს გამოკითხვა, რის შედეგადაც გაარკვიეს,…

სამცხე-ჯავახეთში, ჩვენს პროგრამაში ჩართულმა მოსწავლეებმა სტაჟირება გაიარეს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”-ს ახალციხის ოფისში.

სტაჟირების პერიოდში 19 მოსწავლე გაეცნო ორგანიზაციის მუშაობის პრინციპებს. მათ მიიღეს ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორებიცაა სამოქალაქო ბიუჯეტირება, არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის დელეგირებული უფლებები და სხვა.

“მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებამ დიდი სიხარული მოუტანა სკოლას, მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს. სასკოლო საზოგადოების ყველა წევრმა თავისი წვლილი შეიტანა პროექტის ,,მე ვირჩევ პროფესიას” წარმატებით განხორციელებაში. ვფიქრობ, პროექტის ფარგლებში განხორციელებულმა აქტივობებმა მოგვცა…

Close