სოციალური მედია ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხდება. PH International-ის და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული სასკოლო სამოქალაქო განათლების პროგრამებში მნიშვნელოვნად იყო წარმოდგენილი სოციალური მედიის კომპონენტი, რომლის ფარგლებშიც ეწყობოდა ტრენინგები მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის, იქმნებოდა ბლოგები, სადაც მოსწავლეები და პედაგოგები წერდნენ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.  ტარდებოდა კონკურსები საუკეთესო ბლოგების და მოსწავლეების მიერ შექმნილი ვიდეო სიუჟეტების გამოსავლენად. სოციალური მედიის გამოყენებით დაიგეგმა და განხორციელდა უამრავი სამოქალაქო აქტივობა საქართველოს მასშტაბით. 

სტატისტიკა: 

• სოციალური მედიის გამოყენების შესახებ ტრენინგი გაიარა 880-ზე მეტმა მოსწავლემ და 50-ზე მეტმა პედაგოგმა  საქართველოს ყველა რეგიონიდან. 

• მოსწავლეების მიერ შეიქმნა 520, ხოლო პედაგოგების მეირ – 100 ბლოგი სხვადასხვა აქტუალურ თემაზე.

• სამოქალაქო განათლების 124 პედაგოგს ჩაუტარდა ბლოგის შექმნის ტრენინგი.

• მოსწავლეების მიერ მომზადდა 60 – ზე მეტი მოკლე ვიდეო სოციალური და სამოქალაქო საკითხების შესახებ.

სოციალური მედიის კომპონენტის ფარგლებში შეიქმნა სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც წარმოდგენილია ქვემოთ.

ტრენინგის მასალები:

ჩამოტვირთეთ სოციალური მედიის ორდღიანი ტრენინგის პროგრამა.

ჩამოტვირთეთ ერთღდიანი სემინარის პროგრამა “სოციალური მედია სამოქალაქო ინიციატივებისათვის“.

გამოცემები: