საგრანტო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისა და სკოლადამთავრებული ახალგაზრდების (29 წლის ჩათვლით) ერთობლივ სამოქალაქო აქტივობებს ახალგაზრდობისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ.
საგრანტო პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 10,000 აშშ დოლარს.
დაინტერესებულ განმცხადებლებს შეუძლიათ, შეკითხვები გამოგზავნონ შემდეგ ელ.ფოსტაზე: ge-grants@ph-int.org. ასევე, განმცხადებლებს საშუალება ექნებათ, დასვან შეკითხვები განაცხადის შევსებასთან დაკავშირებით და მიიღონ საჭირო ინფორმაცია ონლაინ საინფორმაციო შეხვედრებზე. შეხვედრაზე დასწრებისათვის, აუცილებლად უნდა გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია 10 ოქტომბრამდე შემდეგი ბმულის მეშვეობით: Registration | RFA 007. რეგისტრირებულ პირებს ვაცნობებთ საინფორმაციო შეხვედრის თარიღს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 31 ოქტომბერი.
სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://tinyurl.com/yrnf6jnw