კონკურსის მიზანია მხარი დაუჭიროს კერძო სექტორის მიერ ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც ხელს შეუწყობენ სასკოლო საზოგადოებაში სამოქალაქო განათლების გაუმჯობესებას.
განმცხადებლებს, საგრანტო კონკურსის ფარგლებში, შეუძლიათ წარმოადგინონ მათ საქმიანობაზე მორგებული პროექტი, რომელიც, ერთი მხრივ, პასუხობს USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მიზნებს, ხოლო, მეორე მხრივ, თანხვედრაშია განმცხადებლის ბიზნეს ინტერესებთან ან კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან.დაინტერესებულ განმცხადებლებს შეუძლიათ შეკითხვები გამოაგზავნონ ელ.ფოსტაზე: ge-grants@ph-int.org. ასევე, განმცხადებლებს საშუალება ექნებათ, დასვან შეკითხვები განაცხადის შევსებასთან დაკავშირებით და მიიღონ საჭირო ინფორმაცია ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაზე.
საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება ყოველი თვის 20 რიცხვამდე. შეხვედრაზე დასწრებისათვის, აუცილებლად უნდა გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://tinyurl.com/43w4b5c8 საინფორმაციო შეხვედრის დღესთან დაკავშირებით, წინასწარ დაგიკავშირდებით.დამატებითი ინფრომაციისთვის ეწვიეთ: https://tinyurl.com/yck65rpe