მსოფლიო დაზოგვის დღესთან დაკავშირებით მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემბისიმ მოსწავლებისთვის ტრენინგები ჩაატარა.ტრენინგები მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ფინანსური ცნობიერების ამაღლებას და დაზოგვის წახალისებას. მოსწავლეები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა პირადი ბიუჯეტის მართვა, ფულის გონივრულად ხარჯვა, სესხის აღების პროცედურა და სხვა.ტრენინგებს დაესწრო პროგრამის პარტნიორი სკოლების 70-ზე მეტი მოსწავლე ზესტაფონის, ბათუმისა და ახალციხის მასშტაბით.