2015 წლის 28 იანვარს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში გაიმართა შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ტელე–რადიო კომპანიების და პრესის ჟურნალისტები. შეხვედრის დროს წარმოდგენილი იყო პროგრამის „მომავლის თაობა“ პრეზენტაცია და პროგრამაში ჩართული სალიბაურის…
სიახლე
„გარემოს დაცვა – მწვანე ყუთი“
2015 წლის 28 იანვარს, კერძო სკოლა “ივერონის” ბიბლიოთეკაში ჩატარდა სამოქალაქო კლუბის მიერ ინიცირებული პროექტის „გარემოს დაცვა-მწვანე ყუთი” – დასკვნითი ღონისძიება. შეხვედრაზე კლუბის წევრებმა ისაუბრეს ეკოლოგიურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე. მოსწავლეებმა ერთ-ერთ მწვავე ეკოლოგიურ პრობლემად ხე-ტყის გაკაფვა დაასახელეს, რაც უამრავი…
აქცია „მომავლის თაობა ირჩევს მშვიდობას“
2015 წლის 27 იანვარს, ბათუმში გაიმართა აქცია სახელწოდებით „მომავლის თაობა ირჩევს მშვიდობას“. აქციის მიზანი იყო მოსწავლეების პოზიციის დაფიქსირება ბოლო დროს მსოფლიოში გახშირებული ტერორიზმის, ომის და ძალდობის ფაქტების წინააღმდეგ. მსვლელობა, 6 მაისის პარკიდან მემედ აბაშიძის გამზირის გავლით დაიწყო. აქციის მონაწილეები ტრანსპარანტებით…
ქვემო სალარის მოსწავლეების წარმატებული თანამშრომლობა
2014 წლის 27 იანვარს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სარალის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას ესტუმრნენ სადაც მარნეულის გამგებელს ბ-ნ მერაბ თოფჩიშვილს შეხვდნენენ. მოსწავლეებმა ბ-ნ მერაბს პროგრამის “მომავლის თაობა” მიზნები და საქმიანობა გააცნეს. შეხვედრაზე, ასევე განიხილეს სოფელ ქვემო…
ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია
2015 წლის 20-23 იანვარს თბილისის №102 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა სკოლაში, პედაგოგების დახმარებით, ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს, რომლის დროსაც პედაგოგებს და მოსწავლეებს თემატური პრეზენტაციები და ვიდეორგოლები წარუდგინეს. „თუკი თავისუფალ დროს მხოლოდ კომპიუტერულ თამაშებს არ მოვანდომებთ, უფრო…
ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი
2015 წლის 23 იანვარს თბილისის N 192 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი შეუერთდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წამოწყებულ კამპანიას “ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი”. 2015 წელი C ჰეპატიტთან ბრძოლის წლადაა გამოცხადებული საქართველოშო. მოსწავლეებმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დახმარებით C…
ნიჩბისის მოსწავლეებმა თანატოლებს დახმარება გაუწიეს
ნიჩბისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებმა პროგრამის ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში განახორციელეს საქველმოქმედო პროექტი, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელებული ძეგვის ბავშვთა თავშესაფრის ბენეფიციართა საახალწლო სურვილების შესრულებას ემსახურებოდა. მოსწავლეებმა ინფორმაცია პროექტის შესახებ გააცნეს მცხეთა – მთიანეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს, სკოლის დირექციას…
„ერთად გავაფერადოთ სამყარო“
2014 წლის 29 დეკემბერს, თბილისის №192 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა „ჩვენ“ განახორციელა ინიციატივა „ერთად გავაფერადოთ სამყარო“,რომელიც მიზნად ისახავდა ორგანიზაციის „პირველი ნაბიჯი საქართველო“ სარეაბილიტაციო დღის ცენტრის ბენეფიციარების ინტეგრაციას საზოგადოებაში. ორგანიზაცია 1998 წლიდან არსებობს და ამჟამად დღის ცენტრი 55-მდე შშმ ბენეფიციარს…
„ჩვენ ვიცავთ თანატოლთა უფლებებს“
2014 წლის 18 დეკემბერს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა;; ფარგლებში განახორციელეს პროექტი „ჩვენ ვიცავთ თანატოლთა უფლებებს“. პროექტის ორგანიზებაში მოსწავლეებს დახმარება გაუწიეს სამოქალაქო განათლების, ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებმა. მოსწავლეებმა დაამზადეს პლაკატები,…
ახალციხის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრები შეხვდნენ ადგილობრივ ხელისუფლებას
2014 წლის 26 დეკემბერს სამოქალაქო კლუბის წევრები ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბ-ნ ზაზა მელიქიძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს ბ-ნ დავით ლომიძეს და მუნიციპალიტეტის პირველ პირებს შეხვდნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურის, მუშაობის სტილის და გაწერილი სამუშაოების გაცნობის მიზნით. ახალციხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ამომწურავი პასუხები გასცეს კლუბის…