2015 წლის 18 მარტს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრების ინიციატივით სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში ახალგაზრდული ფესტივალი „ჩემი თავისუფალი დრო“ გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ერთობლივად იმსჯელეს ახალგაზრდების თავისუფალი დროის სწორად გამოყენებაზე. თავდაპირველად, სამოქალაქო კლუბების წევრებმა…
სიახლე
ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა
2015 წლის 9-13 მარტს კოხნარის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა მცირე გრანტის ,,ჩვენ შევძლებთ“ ფარგლებში სკოლასა და თემში კვლევა ჩაატარეს. კვლევა ითვალისწინებდა ახალგაზრდების ინფორმირების დონის დადგენას ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ, ასევე იმის გამორკვევას, თუ რამდენად აქტიურად მისდევენ ისინი ცხოვრების ჯანსაღ…
აქცია – „ ცოცხალი ჯაჭვი“
თბილისის №29 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „XXI საუკუნის თაობა“ წევრები ახორციელებენ მცირე საგრანტო პროექტს სახელწოდებით „ ძალადობის პრევენცია“, რომლის მიზანია სკოლის მოსწავლეების, პედაგოგების და თემის ინფორმირება ძალადობის ფორმებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ. პროექტის ფარგლებში, ძალადობის პრევენციის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა.…
ბათუმის სამოქალაქო კლუბის წარმატებული ადვოკატირების კამპანია
2015 წლის მარტში, ბათუმის “მომავლის სკოლის” სამოქალაქო კლუბის წევრების მიერ განხორციელებული ადვოკატირების კამპანიის შედეგად, სკოლის წინ საგზაო ნიშანი დაიდგა. კლუბის წევრებმა ჩაატარეს გამოკითხვა თემში არსებული პრობლემების გამოსავლენად. გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები. მოსწავლეებმა დაგეგმეს ადვოკატირების კამპანია, რომელიც თემში…
სანიაღვრე არხის აღდგენა მიქავას №2 საჯარო სკოლაში
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას თემის №2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა მცირე გრანტის პროექტის ფარგლებში სკოლაში არსებული პრობლემის მოგვარება გადაწყვიტეს. სანიაღვრე არხის მოუწესრიგებლობის გამო, სკოლის ეზო მცირე ნალექის დროსაც კი იტბორებოდა. ეს აისახებოდა სკოლის სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე, ზიანდებოდა სკოლის საძირკველი. არსებული პრობლემა…
არა ძალადობას
2015 წლის 10 მარტს, ქუთაისის მე–14 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ,,ჰუმანისტები” წევრებმა, ქუთაისში, 9 აპრილის ქუჩაზე კედელი მოხატეს და საზოგადოებას ძალადობის დაგმობისკენ მოუწოდეს. ,,ძალადობა დაუშვებელია, განსაკუთრებით ბავშვების მიმართ, ჩვენ პროტესტის ეს ფორმა ავირჩიეთ – კედელზე შესრულებული ნახატებიც ძალადობის თემაზეა, ‘’…
სამოქალაქო კლუბის წევრთა საჩუქარი ახალმოსახლეებს
2015 წლის 6 მარტს, ქუთაისის კლინიკური საავადმყოფოს ყოფილ შენობაში 109 დევნილმა ოჯახმა მიიღო ბინა. ახალმოსახლეებს საჩუქარი სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა’’ სამიზნე სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრებმაც გაუკეთეს – ახლადგარემონტებული ბინის სადარბაზოს კედლების გასალამაზებლად საკუთარი ნახატები გადასცეს საჩუქრად. ნამუშევართა ავტორები ბინების…
ქალთა კვირეული იმერეთში
ქუთაისში პროგრამის ,,მომავლის თაობა’’ ფარგლებში მოსწავლეთა ინიციატივით და მონაწილეობით ქალთა კვირეული ჩატარდა. სამოქალაქო კლუბის წევრები ფემინისტ მხატვარს ლია უკლებას შეხვდნენ, რომელიც მოსწავლეებს საკუთარ შემოქმედებასთან ერთად გენდერულ თანასწორობაზე, ქალის და მამაკაცის თანაბარ უფლებებსა და ყველა სფეროში თანასწორ მონაწილეობაზე ესაუბრა. ,,ეს ჩვენი…
პროგრამის „მომავლის თაობა“ მრჩეველთა კომიტეტის შეხვედრა
2015 წლის 10 მარტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა სამოქალაქო განათლების პროექტის „მომავლის თაობა“ მრჩეველთა კომიტეტის პირველი შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა ქ-ნმა ნათია ჯოხაძემ, ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების…
ტრენინგი – „კრიტიკული მეგობრის-პროფესიული გაზიარების ჯგუფი“
2015 წლის 6-8 მარტს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში (CTC) ჩატარდა ტრენინგი თემაზე – „კრიტიკული მეგობრის-პროფესიული გაზიარების ჯგუფი“. ტრენინგს უძღვებოდა ქ-ნი თეა ლობჟანიძე და მასში მონაწილეობას ღებულობდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის 11 რეგიონული კოორდინატორი. სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონული კოორდინატორები, თავის…