გამოვლინდნენ პროგრამის “მომავლის თაობა” ფარგლებში ჩატარებული კონკურსის – “სოციალური მედია სამოქალაქო ინიციატივებისთვის” გამარჯვებული ბლოგერები. გამარჯვებულთა სიის სანახავად იხილეთ ბმული.
სიახლე
ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება თემში
სოფელ ყოროლისთავის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მცირე გრანტის პროექტი „ვიმოქმედოთ ახალგაზრდებმა – განვავითაროთ ჯანსაღი ცხოვრების უნარები“ ახალგაზრდებში, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოამზადეს კითხვარები და ჩაატარეს გამოკითხვა მოზარდებში. გამოკითხვის მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ ცნობიერების დონის…
ჯურუყვეთის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეებმა სკოლის ეზო მოაწესრიგეს
2015 წლის 15 მარტს, ჯურუყვეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით მოწესრიგდა სკოლის ეზო, დამონტაჟდა ხის სკამები, გაშენდა ყვავილნარი და დაირგა ნაძვის ხის ნერგები. როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს, თითოეული ნერგის მოვლა-გახარებაზე კონკრეტული მოსწავლე იზრუნებს, რაც ერთგვარი სტიმულია მათთვის, რომ უფრო გულისხმიერად…
მოსწავლეების მედიასთან თანამშრომლობა
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ კულაშის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მცირე გრანტის პროექტის “მომავლის ხმა“ ფარგლებში ადგილობრივ მედიასთან თანამშრომლობა დაიგეგმა. მოსწავლეთა ინიციატივით მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით დისკუსია გაიმართა თემაზე „თავისუფალი მედია“. შეხვედრაში კლუბის წევრებთან ერთად სკოლის დირექცია, სამოქალაქო განათლების პედაგოგები,…
მოხალისეობის განვითარების პროგრამის „საქართველოს მოხალისე“ პრეზენტაცია
2015 წლის 25 მარტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართება მოხალისეობის განვითარების პროგრამის „საქართველოს მოხალისე“ პრეზენტაცია. პროგრამის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის შექმნა, ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობის პოპულარიზაცია, მოხალისეობის გარშემო დამკვიდრებული მცდარი სტერეოტიპების დანგრევა, საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი…
რეგიონული „მრგვალი მაგიდა“ თბილისში
2015 წლის 21 მარტს, თბილისში, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით რეგიონული „მრგვალი მაგიდა“ გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის სამოქალაქო განათლების ექსპერტმა, ბ–ნმა ნიკო სილაგაძემ პედაგოგებს ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესატანი ცვლილებები…
საგანმანათლებლო სესიები ალექსანდრე ქართველიშვილის შესახებ
2015 წლის 4 მარტიდან, პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლის მოსწავლეები, აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო სესიებში, რომელიც მიზნად ისახავს დიდი ავიატორის ალექსანდრე ქართველიშვილის მოღვაწეობის პოპულარიზაციას საქართველოში. ალექსანდრე ქართველი (ქართველიშვილი) ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ავიაციის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მის მიერ არის შექმნილი 15-მდე…
სვირის თემის მოსახლეობას გარემოს დაცვის საკითხებზე ინფორმაცია მიეწოდა
ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა მცირე გრანტის პროექტის „სუფთა გარემო ჩვენი ჯანმრთელობის საწინდარია“ ფარგლებში საინფორმაციო ღონისძიებები ჩაატარეს. მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები გარემოს დაცვის საკითხებზე და საქართველოს კანონის ნარჩენების მართვის კოდექსისა და დაწესებული ჯარიმების შესახებ, რომელიც სოფელ…
სტუმრად საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში
2015 წლის 17-18 მარტს, სამოქალაქო განათლების პროგრამის “მომავლის თაობა“ თბილისის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სამოქალაქო განათლების თემაზე გამოცემული ლიტერატურის და ლექსიკონების ელექტრონული ვერსიების წარდგენა გაიმართა. ღონისძიებას ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების…