2015 წლის 18-19 ივნისს, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) ორგანიზებით, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის გამგეობის წევრებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ტრენინგი – „ორგანიზაციის PR-ი და მარკეტინგი“. ტრენინგის დროს მონაწილეებმა შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა ორგანიზაციის ცნობადობის გაზრდის მიზნით. სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის…
სიახლე
პროფესიული გაზიარების ჯგუფების შეხვედრები
2015 წლის 23 მაისიდან 16 ივნისის ჩათვლით, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით გაიმართა კრიტიკული მეგობრის, პროფესიული გაზიარების ჯგუფების შეხვედრები. საქართველოს 11 რეგიონში ჩატარდა 22 შეხვედრა და მას 144 სამოქალაქო განათლების პედაგოგი დაესწრო. კრიტიკული მეგობრის, პროფესიული გაზიარების ჯგუფების შეხვედრებზე გამოყენებული მეთოდი…
პროექტი „ჯანსაღი მომავლისათვის“
სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის საჯარო სკოლის მცირე გრანტის პროექტი „ჯანსაღი მომავლისათვის“ წარმატებით განხორციელდა. პროექტის მიზანი იყო სკოლის სპორტული მოედნის რეაბილიტაცია და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა. პროექტის ფარგლებში სკოლაში მოეწყო ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები, აღიჭურვა…
სკოლა „დავითიანის“ სპექტაკლის „დროა დავამსხვრიოთ სიჩუმე“ პრემიერა
2015 წლის 9 ივნისს, ბოლნისის კულტურის სახლში, სკოლა „დავითიანის“ სპექტაკლის „დროა დავამსხვრიოთ სიჩუმე“ პრემიერა შედგა. სპექტაკლი გაიმართა პროგრამის „მომავლის თაობა“ მცირე გრანტის პროექტის ფარგლებში. სკოლა „დავითიანის“ მე-10 კლასელმა მოსწავლეებმა წინასწარ ჩაატარეს კვლევა თემში, ძალადობისადმი მოქალაქეების დამოკიდებულების შესახებ. კვლევის შედეგების მიხედვით…
სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მოსწავლეები და პედაგოგები დაზარალებულებს ეხმარებიან
სამეგრელოზემო სვანეთის რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბების ,,ედელვაისი“ და ,,იმედი ხვალის“ მოსწავლეები თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმიანებიან და დაზარალებულებს საჭირო ნივთებით ეხმარებიან. ზუგდიდის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებმა და სამოქალაქო კლუბების მეურვე პედაგოგებმა სტიქიით დაზარალებულებისთვის ტანსაცმელი, საკვები პროდუქტები და სხვა საჭირო ნივთები შეაგროვეს და…
მცხეთა–მთიანეთის რეგიონის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა დახმარება გაუწიეს დაზარალებულებს
მცხეთა–მთიანეთის რეგიონის სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წევრმა პედაგოგებმა კოლეგებთან ერთად შეაგროვეს დახმარება სტიქიით დაზარალებულთათვის. პედაგოგებმა და მოსწავლეებმა შეაგროვეს როგორც თანხა, ასევე საკვები და არასაკვები პროდუქტები და მიიტანეს ქ. თბილისის ვაკე–საბურთალოს გამგეობის ტერიტორიაზე არსებულ დახმარების მიმღებ პუნქტში, ხოლო თანხა გადაირიცხება საბანკო…
მცირე გრანტის პროექტი „ფოტო ცხოვრება“
2015 წლის 11 ივნისს, ლესელიძის სახელობის სკვერში სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ ფარგლებში ქალაქ თბილისის დამოუკიდებელი საერო გიმნაზიის „შავნაბადას“ IX კლასის მიერ განხორციელებული მცირე გრანტის პროექტის „ფოტო ცხოვრება“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. პროექტის მიზანი მოსწავლეებში თავისუფალი დროის სწორი განაწილების სწავლება, ტოლერანტობის…
სურამის №2 საჯარო სკოლის ეკო პატრულის ჯგუფი შეუერთდა საქველმოქმედო აქციას
სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობის” ფარგლებში შექმნილი სურამის N 2 საჯარო სკოლის “ეკო პატრულის” ჯგუფი შეუერთდა საქველმოქმედო აქციას თბილისის წყალდიდობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად. მოსწავლეების ინიციატივით თემში შეგროვდა სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთები და ჰიგიენის საშუალებები. აქციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც მოსწავლეებმა, ისე…
პედაგოგები და მოსწავლეები თბილისის სტიქიით დაზარალებულთა მხარდაჭერას აგრძელებენ
სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეები და მათი პედაგოგებიაგრძელებენ ძალისხმევას სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად. სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წევრებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კოლეგებთან ერთად შეაგროვეს დახმარება დაზარალებულთათვის. პედაგოგებმა და მოსწავლეებმა შეაგროვეს როგორც თანხა, ასევე საკვები და არასაკვები პროდუქტები. ბათუმში მოსწავლეებმა დაზარალებულ თანატოლთათვის წიგნები…
სამოქალაქო კლუბების მოსწავლეები სტიქიით დაზარალებულებს ეხმარებიან
სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეები თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმიანებიან და დაზარალებულებს საჭირო ნივთებით ეხმარებიან. თბილისის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებმა და სამოქალაქო კლუბების მეურვე პედაგოგებმა სტიქიით დაზარალებულებისთვის ტანსაცმელი და საჭირო ნივთები შეაგროვეს და გამგეობებში მიიტანეს. ახალგაზრდა მოხალისეები შეგროვილ ნივთებს ახარისხებდნენ და ტრანსპორტირებისათვის ამზადებდნენ.…