2015 წლის 2 ნოემბერს, გორში, საზოგადოება „ბილიკის“ ოფისში, გაიმართა სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორი სკოლების მოსწავლეების შეხვედრა გაზეთ ,,პრაიმ ტაიმის” რედაქტორთან ქ-ნ ქეთი ხატიაშვილთან. ქ-ნმა ქეთიმ შიდა ქართლის სკოლების მოსწავლეებს ჟურნალისტური გამოცდილება გაუზიარა და მათ შეკითხვებს უპასუხა. მოსწავლეების კითხვები ძირითადად ეხებოდა…
სიახლე
სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბოლნისის სათნოების სახლს ესტუმრნენ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები ბოლნისის სათნოების სახლს ესტუმრნენ. მოსწავლეებმა სახლის ბინადრებს საჩუქრად გადასცეს წინასწარ თემში შეგროვებული ტანსაცმელი, ტკბილეული, ბურღულეული და სხვა საჭირო პროდუქტები. შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა ხანდაზმულებს კონცერტი ჩაუტარეს. მოსწავლეები მომავალშიც გეგმავენ სათნოების სახლთან თანამშრომლობას,…
ერტისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სანიაღვრე არხები დაასუფთავეს
2015 წლის 23 ოქტომბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ერტისის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეების ინიციატივით სკოლაში დასუფთავების აქცია განხორციელდა. სკოლის წინ მდებარე სანიაღვრე არხი წლების განმავლობაში არ გაწმენდილა. ამის გამო, წვიმის დროს, სკოლის ეზო იტბორებოდა და არასასურველი ჰიგიენური მდგომარეობა იქმნებოდა სკოლაში. აღნიშნულ…
საქველმოქმედო კონცერტი „გადავარჩინოთ ჩვენი სახლი“
2015 წლის 23 ოქტომბერს, ბათუმში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ბათუმში“ სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების – შპს „კავკასიის ბიზნეს სკოლის“ და სოფელ წინსვლის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბების ინიციატივით გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი „გადავარჩინოთ ჩვენი სახლი“. ღონისძიების მიზანი იყო ბათუმის მცირე…
სამოქალაქო კლუბის ინიციატივით თემში მოგვარებული პრობლემები
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეების თვითმმართველობასთან წარმატებული თანამშრომლობით მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში სვირში, ბოგასა და ტატანისში ნაგვის გასატანად მანქანა დაინიშნა და სოფელ სვირის სასმელი წყლის და შიდა გზების რეაბილიტაცია დაიწყო. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის საჯარო სკოლის სამოქალაქო…
მშვიდობიანი სამყარო-ჩვენი არჩევანი
2015 წლის 12 ოქტომბერს, შპს “ბესიკ ნიპარიშვილი” მრავალპროფილიან სკოლაგიმნაზიაში მე-10 კლასის საკლასო პროექტის „მშვიდობიანი სამყარო-ჩვენი არჩევანი“ ფარგლებში ჩატარდა მშვიდობის საერთაშორისო კვირეულის დასკვნითი ღონისძიება. საკლასო პროექტი 21 სექტემბერს დაიწყო და მის ფარგლებში, მოსწავლეების ინიციატივით, მრავალი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა, მათ შორის, მოეწყო…
სურსათის მსოფლიო დღე გურიაში
სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა;; გურიის რეგიონის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბებმა, 16 ოქტომბერი – სურსათის მსოფლიო დღე, მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს. პროგრამის სამიზნე სკოლებში ჩატარებული შეხვედრების მთავარი მესიჯი ეკოლოგიურად სუფთა და ადგილობრივი წარმოების პროდუქტების პოპულარიზაცია იყო. მოსწავლეებმა გამოფინეს ადგილობრივი ხილისა და…
წყალტუბოში ,,ოცნების ხეივანი’’ გაიხსნა
2015 წლის 10 ოქტომბერს, წყალტუბოში, საერო საშუალო სკოლის “ოცნების” სამოქალაქო კლუბის ინიციატივით ,,ოცნების ხეივანი’’, ახალგაზრდების შეხვედრებისთვის და ღონისძიებებისთვის, წყალტუბოს სახალხო დღესასწაულზე ,,შემოდგომის წყალტუბო’’ საზეიმოდ გაიხსნა. ,,ოცნების ხეივანი’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ახალაძემ გახსნეს. ღონისძიებას იმერეთის…
მოხალისეობის თემაზე სლოგანების კონკურსი და მუხრანას სკოლის მოსწავლეების მოხალისეობრივი აქტივობები
პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონის პარტნიორი სკოლების მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის გამოცხადდა სლოგანების კონკურსი თემაზე „მოხალისეობა“. მოსწავლეები სამოქალაქო განათლების მასწავლებლის დახმარებით გაეცნენ მოხალისეობის მნიშვნელობას და იმსჯელეს მის საჭიროებაზე, რის შემდეგაც მოიფიქრეს სლოგანები. კონკურსში მონაწილეობა მიიღო ქვემო ქართლის სკოლების 16-მა…
სამოქალაქო კლუბის წევრების ვიზიტი ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში
2015 წლის 30 სექტემბერს ძველი ქანდის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ,,ნინევია” 16 წევრი პროგრამის ,,მომავლის თაობა” ფარგლებში ესტუმრა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრს. მოსწავლეების სურვილი იყო დეტალურად გაცნობოდნენ საქართველოს ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებს. ჯგუფურ ვიზიტის მონაწილეებს ნატოსა და ევროკავშირის…