ივანე ხრიკულის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისის საჯარო სკოლის მე -9 კლასის მოსწავლეებმა მცირე გრანტის საკლასო პროექტი „წვიმოეთი“ განახორციელეს. პროექტი მიზნად ისახავდა ხცისის თემის ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციას, ტურისტული პოტენციალის გაზრდას და საზოგადოების ინფორმირებას სოფელში არსებული ბუნებრივი გოგირდოვანი ცხელი…
სიახლე
ონლაინ აქცია – „ჩემი ტურისტული სააგენტო“
სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, 2015 წლის ნოემბერში, გამოცხადდა აქცია სახელწოდებით – „ჩემი ტურისტული სააგენტო“, რომლის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის პოპულარიზაცია მოსწავლეების მიერ სოციალური მედიის გამოყენების გზით. აქციის დაწყებამდე მოსწავლეები შეხვდნენ გიდების ასოციაციის წარმომადგენელს, რომელიც მათ ტურიზმის მნიშვნელობაზე…
სამოქალაქო განათლების ღია გაკვეთილი
2016 წლის 10 თებერვალს, ბათუმის №23 საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ბ-ნმა გურამ ფარტენაძემ, X კლასში სამოქალაქო განათლების ღია გაკვეთილი ჩაატარა. ღია გაკვეთილის თემა იყო “თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან”. გაკვეთილის ჩასატარებლად მასწავლებელმა გამოიყენა სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელო. გაკვეთილზე მოწვეული იყო ადგილობრივი…
„ბავშვები ბულინგის წინააღმდეგ“
სოფელ რუისის №3 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა პროგრამის “მომავლის თაობა” ფარგლებში განახორციელეს მცირე გრანტის პროექტი „ბავშვები ბულინგის წინააღმდეგ“. პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას და მათ გააქტიურებას ბულინგის აღმოფხვრის პროცესში. პროექტის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა რამდენიმე საინტერესო ღონისძიება: მე-10…
ბლოგების კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება
2016 წლის 10 თებერვალს, თბილისში, განათლების მულტიმედია ცენტრში, გაიმართა ბლოგების კონკურსის – „სოციალური მედია სამოქალაქო ინიციატივებისთვის“ გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება. ბლოგების კონკურსი 2015 წლის ნოემბერში გამოცხადდა და მასში საქართველოს ყველა რეგიონიდან 185-მა IX-XI კლასელმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. აქედან ჟიურიმ 14 გამარჯვებული…
აჩუქე ადაპტური წიგნი ბავშვთა დღის ცენტრს
სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა;; ფარგლებში ქუთაისის მე14 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ,,ჰუმანისტები;; წევრებმა, ერთი, ძალიან კარგი სოციალური კამპანია, სულ ცოტა ხნის წინ დაასრულეს. კამპანიას თავისი დევიზი ჰქონდა: ,,აჩუქე ერთი ადაპტური წიგნი ბავშვთა დღის ცენტრს;;. თუმცა, სლოგანის გარდა, მისი ისტორიაც…
„პატარა და ლამაზი კუთხე“
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის №1 საჯარო სკოლის მცირე გრანტის პროექტი „პატარა და ლამაზი კუთხე“ მიზნად ისახავდა სოფელში არსებული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, ისტორიული ძეგლების გამოსახულებებით მაგნიტური სუვენირების დამზადებას და გაყიდვას, მიღებული თანხით კი სკოლის სასადილო ოთახის რეაბილიტაციას. ეშტიის №1 საჯარო სკოლის…
თბილისის რეგიონის პარტნიორი სკოლების სემესტრის შემაჯამებელი ღონისძიება.
2016 წლის 22 იანვარს, თბილისში, „დიდუბე პლაზას” საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ თბილისის რეგიონის პარტნიორი სკოლების სემესტრის შემაჯამებელი ღონისძიება. თბილისის პარტნიორი სკოლების IX-X კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში განხორციელებული საკლასო, მცირე გრანტის პროექტები…
ახალგაზრდული ფორუმი გორში
გორში გაიმართა მოსწავლეთა ფორუმი, რომლის მიზანი იყო პროგრამაში „მომავლის თაობა“ ჩართული შიდა ქართლის სკოლების მოსწავლეების სამოქალაქო აქტივობის გაზრდა და მათი ჩართულობის ხელშეწყობა ადგილობრივი მთავრობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ახალგაზრდული ფორუმის ჩატარების ინიციატივას მხარი დაუჭირა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და 855 ლარი…
შიდა ქართლის მოსწავლეების სასწავლო ვიზიტი თბილისში
პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი შიდა ქართლის რეგიონის 12 საჯარო სკოლის 20 მოსწავლე სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა თბილისში. მოსწავლეებმა მოინახულეს ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი, გაზეთის ,,პრაიმტაიმი რედაქცია და ფონდის ,,ღია საზოგადოება საქართველო ოფისი. მოსწავლეებს ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში ორგანიზაციის ხელმძღვანელი…