ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის “მომავლის გზა” წევრი მოსწავლეების ინიციატივით სკოლაში ღია სპორტული მოედანი მოწესრიგდა. წლების განმავლობაში სპორტული მოედანი დაფარული იყო ქვით, არ ჰქონდა მწვანე საფარი და ამიტომ იქ არ ტარდებოდა სპორტული აქტივობები. სკოლის დირექციამ ვერ შესძლო…
სიახლე
სკოლის განახლებული გარემო
ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა საკლასო პროექტი განახორციელეს, რომელიც სკოლის ეზოს მოწესრიგებას ისახავდა მიზნად. მოსწავლეებმა, პედაგოგების დახმარებით, ძველი ქვევრებისგან დაამზადეს ქოთნები, შეღებილი ავტომობილის ბორბლებისგან და ქვებისგან ააწყვეს საყვავილეები, შეღებეს ხის კუნძები, რომლებსაც სკამების ფუნქცია მიენიჭა. საყვავილეებში…
მოსწავლეების სასწავლო ვიზიტები
იმერეთის, პროგრამის პარტნიორი სკოლების მოსწავლეები სასწავლო ვიზიტით თავისუფალ უნივერსიტეტში, თბილისის იუსტიციის სახლსა და გარემოს ეროვნულ სააგენტოში იმყოფებოდნენ. თავისუფალ უნივერსიტეტში სტუდენტებთან და აბიტურიენტებთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის დაარსების, განვითარების და მის უპირატესობების შესახებ მოსწავეებისთვის პრეზენტაცია გამართეს. მოსწავლეები გაეცნენ უნივერსიტეტის სასწავლო გარემოს, საბუნებისმეტყველო დარგის მუზეუმს, კამპუსის ბიბლიოთეკას, კულინარიის…
მოსწავლეთა ინიციატივით თემში უსაფრთხო გარემო შეიქმნა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბახვის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეების ინიციატივით, სკოლის ახლოს მდებარე ავარიული შენობის დემონტაჟი განხორციელდება. აღნიშნული ნაგებობა უკვე დიდი ხანია ავარიულ მდგომარეობაშია. ზამთარში დიდთოვლობის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა და მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. შენობა სკოლის გვერდით მდებარეობს…
დედაენის დღე
2016 წლის 14 აპრილს თბილისის რეგიონის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა დედაენის დღე აღნიშნეს. მათმა ნაწილმა აქცია სკოლაშივე მოაწყვეს და თანატოლებს გავრცელებული ბარბარიზმების შესაბამისი ქართული სიტყვების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. სკოლის ფარგლებს გასცდნენ თბილისის №155 და №107 სკოლების სამოქალაქო განათლების კლუბების წევრები. მათ,…
პროექტი „მომავალი თაობა დემოკრატიული მშენებლობის პროცესში“
2016 წლის 28 მარტს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლის მე–9 კლასის მოსწავლეებმა საკლასო პროექტი „მომავალი თაობა დემოკრატიული მშენებლობის პროცესში“ შეაჯამეს. პროექტის მიზანი ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში მონაწილეობის ხელშეწყობა იყო. მოსწავლეები ამ მიზნის მისაღწევად…
ახალგაზრდული ფორუმი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში
2016 წლის 31 მარტს, წილკნის საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა ახალგაზრდული ფორუმი მცხეთა -მთიანეთის 4 სასკოლო სამოქალაქო კლუბის 25 წარმომადგენლის, პარტნიორი ორგანიზაციისა და მოწვეული სტუმრების მონაწილეობით. ფორუმის მსვლელობისას გამოიკვეთა ხუთი პრიორიტეტული თემა და ჯგუფებმა უკვე ამ თემებიდან მათთვის უპირატესი პრობლემები…
ჯგუფური ვიზიტი სახალხო დამცველის ოფისში
2016 წლის 18 მარტს ერედის, ქვეშეთისა და ანანურის საჯარო სკოლების მეცხრე-მეათე კლასის 22 მოსწავლე და სამოქალაქო განათლების პედაგოგები, პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, ეწვივნენ საქართველოს სახალხო დამცველის ოფისს თბილისში. ვიზიტის მონაწილეები შეხვდნენ გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსს ეკატერინე სხილაძეს, რომელიც სტუმრებს ბავშვთა…
პროექტი – „ფუტკარი ჯანმრთელობის და განვითარების საწინდარია“
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაქვინჯის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „იმედი ხვალის“ წევრებმა განახორციელეს მცირე გრანტის პროექტი „ფუტკარი ჯანმრთელობის და განვითარების საწინდარია“. პროექტის მიზანი იყო მეფუტკრეობის აღორძინება და მოსწავლეებში ფუტკრის მოვლის უნარ-ჩვევების გამომუშავება, თეორიული, პრაქტიკული და კვლევითი უნარების გამომუშავება და შემდგომში პროდუქციიდან…
ნაგომარის სკოლის მოსწავლეების მიერ განხორცილებული ადვოკატირების პროცესის შედეგად სოფელში სპორტული მოედანი აღდგება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს საკლასო პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით. მოსწავლეების მიერ ინიცირებული პროექტის მიზანი იყო სოფლის ცენტრში მდებარე სპორტული მოედნის კეთილმოწყობა და საჭირო ინვენტარით აღჭურვა. მოსწავლეებმა დახმარებისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართეს. განხილვის…