კონდოლის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა, პროგრამის ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში, განახორციელეს პროექტი ,,ეზოში ეზო“ და სკოლის ტერიტორიაზე მოაწყვეს რეკრეაციული ზონა, რომლითაც სარგებლობენ, როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე თემის წევრებიც. ინიციატივა ერთერთი სამოქალაქო აქტივობის – სკოლის ეზოს დასუფთავების აქციის დროს დაიგეგმა. დასუფთავების…
სიახლე
ფრენბურთის ტურნირი კაჩაგანის №1 სკოლის გუნდის გამარჯვებით დასრულდა
სამოქალაქო კლუბების ინიციატივით მარნეულის მუნიციპალიტეტში ფრენბურთის ტურნირი ჩატარდა. ტურნირის მიზანი იყო ვაჟების გააქტიურება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეთა დაახლოება-დამეგობრება. აპრილის და მაისის თვეებში ჩატარებულ ტურნირში მონაწილეობა მიიღო მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების: კაჩაგანის, ილმაზლოს, ქეშალოს, კირაჩმუღანლოს, თაქალოს, დამიაგეორარხის, ზემო…
სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია გუმბათის საჯარო სკოლაში
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლამ უმასპინძლა სამოქალაქო განათლების თემებზე მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციას, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის, საყდრიონის, ავრანლოს, არწივანის და წალკის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. საკონფერენციო თემები მომზადდა სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოების გამოყენებით. მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები…
ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში
სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში გაიმართა ვიზიტი აშშ-ში, ვერმონტისა და მასაჩუსეტსის შტატებში სამოქალაქო განათლების კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარების მიზნით. ვიზიტის მონაწილეებმა გამართეს შეხვედრები ჰარვარდისა და ბოსტონის უნივერსიტეტების სოციალური მეცნიერებების პროფესორებთან, განათლების სფეროს ადმინისტრატორებთან და სპეციალისტებთან, ეწვივნენ განათლების სააგენტოსა და…
გავუფრთხილდეთ დედამიწას!
2016 წლის 11 მაისს, ბათუმის ბულვარში მოეწყო აქცია – „გავუფრთხილდეთ დედამიწას“. აქციის მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ბუნების დაცვის საკითხებზე და ახალგაზრდების გააქტიურება ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების პროცესში. საინფორმაციო კამპანია დაიწყო მსვლელობით, რომლის დროსაც მოსწავლეებმა დაარიგეს საინფორმაციო ბროშურები და მოუწოდეს მოსახლეობას…
შეხვედრა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელთან
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბ-ნი გოჩა ჯამარაული და გამგებლის მოადგილე ბ-ნი დუნიამალ გაჯიევი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეხვდნენ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების: კალინინოს, ჯანდარას, ნაზარლოსა და გარდაბნის №4 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებმა გამგებელს და მის მოადგილეს გააცნეს…
ჩემი ქვეყნის სისუფთავე, ჩემით იწყება
2016 წლის მარტში, პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, კონკურსი – „სოციალური მედია დადებითი ცვლილებებისთვის“ გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ზველის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „დემოკრატიის კვალდაკვალ“ წევრმა რუსუდან ზედგინიძემ მიიღო. მან საკონკურსოდ ეკოლოგიის თემა აირჩია, სახელწოდებით „ჩემი ქვეყნის სისუფთავე, ჩემით…
შეხვედრა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი ბ-ნი შოთა მურღულია და საკრებულოს თავმჯდომარე ბ-ნი დავით დვალი ქუთაისის კერძო და საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრებს საკრებულოს დარბაზში შეხვდნენ. კლუბის წევრებმა თვითმმართველობის ხელმძღვანელებს ქალაქში მათ მიერ დანახული პრობლემები გააცნეს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს – ზებრა…
სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით სკოლის ეზოში ძელსკამები დაიდგა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის სამოქალაქო კლუბის ინიციატივით სკოლის ეზოში ძველი ძელსკამები განახლდა და ახლებიც დაიდგა. სოფლის გამგეობამ მოსწავლეებს სკოლის ეზოში სკამების დასამონტაჟებლად საჭირო მასალა გადასცა. 12 აპრილს, სკოლის ეზოში ახალი ძელსკამები დამონტაჟდა და არსებული ძელსკამები განახლდა. ძელსკამები დაიდგა ასევე, სკოლის…
სამოქალაქო განათლების გაკვეთილიდან წარმატებულ აქტიურ მოქალაქეობამდე
2016 წლის 26 აპრილს, ბათუმში გაიმართა შეხვედრა – „სამოქალაქო განათლების გაკვეთილიდან წარმატებულ აქტიურ მოქალაქეობამდე“. შეხვედრას ბათუმის, ხელვაჩაურის და ქობულეთის პარტნიორი სკოლების მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები და დირექტორები ესწრებოდნენ. ღონისძიების მიზანი სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე პროექტული სწავლების მეთოდების გაზიარება იყო. ღონისძიებაზე სოფელი…