2016 წლის 9 ივნისს, გორში გაიმართა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ შიდა ქართლის რეგიონის პარტნიორი სკოლების აკადემიური წლის შემაჯამებელი ღონისძიება. მოსწავლეებმა პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა გააცნეს ადგილობრივ საზოგადოებას, პარტნიორი სკოლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, ადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნესის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. პროგრამის…
სიახლე
“ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი არჩევანია”
ქუთაისის №14 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის “ჰუმანისტები” ინიციატივით ველომარათონი გაიმართა დევიზით “ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი არჩევანია”. მარათონის ორგანიზებაში კლუბს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი დაეხმარნენ. ველორბოლის უსაფრთხოებას საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი უზრუნველყოფდა. მარათონში ქუთაისის №14, 30,…
თანამშრომლობის მემორანდუმი
2016 წლის 22 მაისს, ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს, პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში ბათუმის დელფინარიუმსა და ბათუმის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ბათუმის დელფინარიუმის საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერმა ქ-ნმა ნატალია ზოიძემ და ბათუმის განათლების განვითარების და…
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ქ. თბილისის №26 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნეს. მათ გადაწყვიტეს პირველი ივნისისთვის სკოლის მიმდებარე ტერიტორია მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გაეხადათ და სკოლის ეზოს წინ ფეხითმოსიარულეთა გადასასვლელი დაეხაზათ. კლუბის წევრებმა, გადასასვლელის დახაზვასთან დაკავშირებით, სკოლის დირექციის…
საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა და პერსპექტივები
,,ევროინტეგრაცია საქართველოს გადაწყვეტილი ამოცანაა“ – განაცხადა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ არჩილ ყარაულაშვილმა საჯარო ლექციაზე, რომელიც გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართა. შეხვედრა, 17 მაისს, პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ…
პროექტი – „აქტიური მოქალაქეობიდან გმირობამდე“
2016 წლის 19 მაისს, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ახალგაზრდული ფორუმის დასკვნითი ღონისძიება „აქტიური მოქალაქეობიდან გმირობამდე“. ღონისძიებაში მონაწილეობა აჭარის რეგიონის სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მიიღეს. ღონისძიების მიზანი მოსწავლეთა სამოქალაქო აქტივობის გაზრდა და აქტიური მოქალაქეობის პოპულარიზაცია იყო. ღონისძიებაზე…
პროექტი „სპორტი ჩვენი არჩევანია“
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეებმა წარმატებით განახორციელეს მცირე გრანტის პროექტი „სპორტი ჩვენი არჩევანია“. პროექტის მიზანი იყო სპორტული ცხოვრების დანერგვა სკოლაში და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია. პროექტის ფარგლებში და სკოლის დირექციის მხარდაჭერით განხორციელდა სკოლის სპორტული დარბაზის…
მოსწავლეების შეხვედრა ილიას უნივერსიტეტში
თბილისის №30 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტებმა ერთობლივი ღონისძიება სახელწოდებით “სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება მოწყვლადი ჯგუფების მიმართ და სოციალური მუშაობის პროფესია” განახორციელეს. ღონისძიების ფარგლებში, 2016 წლის 21 მაისს თბილისის 6…
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიური კონფერენცია-გამოფენა
2016 წლის 28 მაისს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიური კონფერენცია-გამოფენა გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქ-ნი ლია გიგაური, სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორი ქ-ნი მარინა უშვერიძე და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი ქ-ნი ნინო ბუაჩიძე. კონფერენციის…