კოლხური ბზა, რომელიც „წითელ წიგნშია“ შეტანილი, გადაშენების პირასაა. უკანასკნელ წლებში ბზის ბუნებრივი კორომების უდიდესი ნაწილი სრულიად განადგურდა გავრცელებული დაავადების გამო. აღდგენითი ღონისძიებების დაუყოვნებლივ გატარებაა საჭირო, რათა უნიკალური, კოლხური ტყეების ერთ-ერთი დომინანტი სახეობა გარკვეულ ტერიტორიებზე მაინც გადარჩეს. პრობლემა განსაკუთრებით მძიმეა სამეგრელოსა…
სიახლე
მიქავას სკოლის მოსწავლეების პროექტი – ,,წიგნი საგანძურია“
თანამედროვეობაში წიგნს კომპიუტერის სახით კონკურენტი გამოუჩნდა, მოზარდთა უმეტესობა წიგნს ნელ-ნელა შორდება, ნაკლებად სარგებლობს ბიბლიოთეკით, ამას ისიც ემატება, რომ სკოლის ბიბლიოთეკები განიცდიან ახალი წიგნების ნაკლებობას. მიქავას საჯარო სკოლის პროექტმა ,,წიგნი საგანძურია“ საშუალება მისცა მოსწავლეებს გაღვივებოდათ წიგნის სიყვარული და კითხვის ინტერესი. პროექტის…
სკოლის ეზოს კეთილმოწყობა
თბილისის №141 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა განახორციელეს მცირე საგრანტო პროექტი სახელწოდებით – “სკოლის ეზოს კეთილმოწყობა“. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის კეთილმოწყობილი და ჯანსაღი გარემოს შექმნა სკოლაში. თავდაპირველად მოსწავლეებმა დაასუფთავეს აღნიშნული ტერიტორია. სკოლის ადმინისტრაციამ პროექტის ფარგლებში შეიძინა რკინის ბადე, საღებავები და უზრუნველყო…
სოციალური მედია დადებითი ცვლილებებისთვის
თბილისის №30 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი აქტიურად ჩაერთო სამოქალაქო განათლების პროგრამის “მომავლის თაობა” ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში „სოციალური მედია დადებითი ცვლილებებისთვის“. მოსწავლეებმა გადაწყვიტეს სმენის პრობლემის მქონე მოზარდებისთვის ჟესტურ ენაზე გადაეტანათ საგანმანათლებლო-შემეცნებითი ვიდეოები. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს Facebook-ის და YouTube-ის გვერდი,…
მრჩეველთა კომიტეტის შეხვედრა
2016 წლის 28 ივნისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ მრჩეველთა კომიტეტის შეხვედრა. პროგრამის დირექტორმა, მარინა უშვერიძემ კომიტეტის წევრებს გააცნო პროგრამის ფარგლებში 2015-2016 სასწავლო წლის მანძილზე სკოლებში სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული საქმიანობის შედეგები. შეხვედრის…
სტაჟირება და სემინარი „თვითმმართველობის სკოლა“
2016 წლის 25-27 ივნისს, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით, სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა;; სტაჟირების კომპონენტის ფარგლებში იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების პროგრამის სამიზნე სკოლების მოსწავლეებისთვის ჩატარდა შეხვედრა/სემინარი სახელწოდებით – ,,თვითმმართველობის სკოლა;;. ,,თვითმმართველობის სკოლის;; მიზანი იყო…
ერტისის მოსწავლეების წარმატებული ადვოკატირების პროცესი
ერტისის საჯარო სკოლის მოსწავლეების ადვოკატირების შედეგად სკოლას აღუდგა სასმელი წყლის მიწოდება. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ერტისის საჯარო სკოლას, წყლის მილების დაზიანების გამო, წელიწადია არ მიეწოდებოდა სასმელი წყალი. სკოლა დასუფთავებისთვის იყენებდა დაგროვებულ წვიმის წყალს, ხოლო სასმელი წყალი მოსწავლეებს და პედაგოგებს სახლიდან მოჰქონდათ.…
თოჯინები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის
2016 წლის 14 ივნისს ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრში ამანათი მივიდა წარწერით ,,უწერას საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებისგან’’. ამანათში ხელნაკეთი თოჯინები იყო, რომელიც კლუბის წევრებმა საკლუბო ინიციატივის ფარგლებში დაამზადეს. ხელნაკეთი თოჯინების იდეა სამოქალაქო განათლების პედაგოგთან ერთად გაჩნდა. მოსწავლეებმა…
წიგნები სკოლის ბიბლიოთეკას
ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის №1 სასწავლებლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა განახორციელეს მცირე გრანტის პროექტი ,,ბიბლიოგრაფია;;. პროექტის მიზანი სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის გამდიდრება და მკითხველთა კლუბის შექმნა გახლდათ. პროექტის დასრულების შემდეგ კლუბმა ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის გამდიდრებისთვის ზრუნვა განაგრძო. მოსწავლეები სხვადასხვა ორგანიზაციებს დაუკავშირდნენ…
ონლაინ კონფერენცია მწერალ დათო ტურაშვილთან
2016 წლის 14 ივნისს, განათლების მულტიმედია ცენტრში, მოსწავლეების თხოვნით, გაიმართა ონლაინ კონფერენცია თანამედროვე ქართველ მწერალთან, დათო ტურაშვილთან. ონლაინ კონფერენციის მიმდინარეობისას, მწერალი პასუხობდა აუდიტორიაში მყოფი თბილისის სკოლების მოსწავლეებისა და Skype-ის მეშვეობით საქართველოს 10 რეგიონიდან მოსწავლეების მიერ გამოგზავნილ კითხვებს. მოსწავლეების კითხვები ეხებოდა მწერლის ცხოვრებასა…