გორში შიდა ქართლის პარტნიორი სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით სამოქალაქო განათლების საკითხებზე კვირეული ჩატარდა. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობები მოეწყო, გაიმართა ვიქტორინა, გორის უნივერსიტეტის სტუდენტების დახმარებით ჩატარდა ტრენინგი დებატების წარმართვის თემაზე, ხოლო ტრენინგის ბოლოს დებატები პრაქტიკულადაც შედგა, რომლის მონაწილეებმა ბავშვთა შრომისა და შრომითი…
სიახლე
„გავუფრთხილდეთ გარემოს!“
„გავუფრთხილდეთ გარემოს!“ – ეს იყო თბილისის №119 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრების მიერ ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის თემაზე მოწყობილი აქციის მთავარი სლოგანი. კამპანიის ფარგლებში მოსწავლეებმა საინფორმაციო მასალა მოამზადეს და პოსტერების სახით გაავრცელეს თემში; ასევე – მოაწყვეს ნახატების გამოფენა-კონკურსი, დაასუფთავეს სკოლის…
მოსწავლეებმა თანატოლების პროფესიული განათლების ხელშეწყობაზე იზრუნეს
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების პროფესიული განათლების ხელშეწყობაზე იზრუნეს. სკოლაში 6 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე სწავლობს, სოფლის რთული ადგილმდებარეობის გამო, ისინი პროფესიული განათლების მიღებას ვერ შეძლებენ. „ ჩვენი მიზანი იყო…
სამოქალაქო კლუბის წევრებმა სოფლისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა მოაგვარეს
სოფელ გამარჯვების სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა სოფლისთვის მნიშვნელოვანი პრობლემის – სასმელი წყლის ვარგისიანობის დადგენა გადაწყვიტეს. წლების წინ სასმელ წყალში აღმოჩენილი იქნა ჯანმრთელობისათვის საშიში ბაქტერია. განმეორებითი სინჯები მას შემდეგ არ ჩატარებულა, ამიტომ მოსახლეობას არ ქონდა ზუსტი ინფორმაცია სასმელი წყლის ვარგისიანობის შესახებ.…
„სპორტი-ჯანსაღი ცხოვრების აუცილებელი პირობა“
ქვემო ხვითის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა სკოლაში ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის არსებული მდგომარეობის დადგენა. მსჯელობისას მოსწავლეების უმრავლესობამ აღნიშნა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისათვის სკოლას უნდა ჰქონდეს მოწესრიგებული სპორტული მოედანი. მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის შიდა…
„ქალთა მიმართ ძალადობა დანაშაულია“
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მზისგულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით განახორციელეს საინფორმაციო კამპანია – „ქალთა ძალადობა დანაშაულია“. თემში ქალთა ძალადობის შესახებ ინფორმირების დონის ამაღლების მიზნით მოსწავლეები შეხვდნენ ლიდერ ქალთა ცენტრის და მუნიციპალიტეტში არსებულ ქალთა ოთახის წარმომადგენლებს, სკოლაში…
რუსთავის მოსახლეობის ინფორმირება ქალაქის ისტორიის შესახებ
„რუსთავის №3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს რუსთავის მოსახლეობის ინფორმირება ქალაქის ისტორიის შესახებ. რუსთავის მერიამ მოსწავლეების ინიციატივას მხარი დაუჭირა და საქალაქო ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის ნებართვა მისცა. მოსწავლეები მგზავრებს უყვებოდნენ ქალაქის დაარსებისა და ცალკეული ქუჩების სახელწოდების მინიჭების ისტორიის შესახებ. მოსწავლეებმა…
მოსწავლეებმა პროექტების შედეგები წარმოადგინეს
USAID -ის სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა საქართველოს 10 რეგიონიდან მათ მიერ განხორციელებული სამოქალაქო განათლების პროექტების შედეგები წარმოადგინეს. მოსწავლეთა ნამუშევრებს გაეცნენ სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძე, პედაგოგები, სკოლის ადმინისტრაციის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის და მედიის წარმომადგენლები. მოსწავლეების მიერ…
მოსწავლეებმა სკოლის ტერიტორიაზე სკვერი მოაწყეს
სამოქალაქო განათლების გაკვეთილით მოტივირებულმა ვაზიანის საჯარო სკოლის 10-ე კლასის მოსწავლეებმა სკოლის ტერიტორიაზე სკვერი მოაწყეს. მოსწავლეებმა ჯერ სკოლის ეზო დაასუფთავეს, შემდეგი კი შეღებეს ღობე, მოხატეს ყვავილების დასარგავად განკუთვნილი საბურავები და დარგეს ყვავილები. სკოლის ადმინისტრაციის დახმარებით სკვერის ტერიტორიაზე გაკეთდა წყლის ონკანი და…