ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათის მეათე კლასის მოსწავლეებმა სკოლაში მკითხველთა კლუბის ჩამოყალიბებას, სკოლის ბიბლიოთეკის განახლებასა და სხვადასხვა ასაკის მოსწავლეების კითხვით დაინტერესებას შეუწყეს ხელი. მოსწავლეებმა მოამზადეს ლიტერატურული საღამოები და ვიქტორინები, თანამედროვე მხატვრული ლიტერატურით განაახლეს სკოლის ბიბლიოთეკა, ხოლო ძველ წიგნებს რესტავრაცია გაუკეთეს; ასევე,…
სიახლე
„ჩვენ თანასწორნი ვართ“
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის №1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეთა მიერ განხორციელებული აქტივობები გენდერულ თანასწორობაზე თემის წევრების ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. საბაზო საფეხურის კლასებში გენდერული თანასწორობის თემაზე მათ ჩაატარეს წიგნის კითხვის გაკვეთილები, ესეებისა და ნახატების კონკურსი, ხოლო მოსწავლეთა საუკეთესო ნამუშევრები წიგნად…
„უსაფრთხო მოძრაობა“
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაქოვის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა თემში საგზაო უსაფრთხოების საკითხების მოგვარებაზე იზრუნეს. სკოლა მთავარი ჩქაროსნული გზიდან 2 მეტრის დაშორებით მდებარეობს, სიჩქარის შემზღუდავი გამაფრთხილებელი ნიშანი კი სკოლის ჭიშკართან დგას და არა, წესისამებრ, 50 მეტრის დაშორებით. ეს კი ვერ…
ახალგაზრდული ფორუმი სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრი მოსწავლეების მონაწილეობით
ურეკში გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და შიდა ქართლის რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრი მოსწავლეების მონაწილეობით ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა.ადვოკატირების საკითხებზე ჩატარებული ტრენინგის შემდეგ მოსწავლეებმა თვითმმართველობის წარმომადგენლებს – გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, მერიის განათლების განყოფილების უფროსსა და მერის მრჩეველს საპროექტო იდეები წარუდგინეს,…
ილია კიკნაძე, თბილისის №118 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე
„ჩვენმა ძალისხმევამ უშედეგოდ არ ჩაიარა. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ზებრა გადასასვლელი განახლებას საჭიროებდა. ასევე, ვიფიქრეთ, კარგი იქნებოდა, ავტობუსის გაჩერებაზე მოძრაობის აღმნიშვნელი ტაბლოს დამონტაჟება. დახმარებისთვის ადგილობრივ გამგეობას მივმართეთ და შევხვდით გლდანის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს შალვა ოგბაიძეს. მან ჩვენი პრობლემები მოისმინა და…
„ეკოლოგიურად სუფთა გარემო“
თბილისის №67 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის მიზნით არაერთ ორგანიზაციასთან წარმატებით ითანამშრომლეს.კომპანიის „პალიტრა L დახმარებით სკოლაში “მწვანე ყუთები” განთავსდა, რომელშიც შეგროვილ მაკულატურაზე გადაცვლილი წიგნებით სკოლის ბიბლიოთეკის ფონდი გამდიდრდა.თბილისის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა მოსწავლეებს ყვავილების ნერგები გადასცა,…
„არა პოლიეთილენს!“
სოფელ ფახულანის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებმა ქაღალდის ფერადი პარკები დაამზადეს და მოსახლეობას მოუწოდეს უარი თქვან პოლიეთილენის პარკების გამოყენებაზე. ქაღალდის პარკებს მათ ერთგვარი ბროშურის ფუნქცია მიანიჭეს და სხვადასხვა სლოგანი, ზოგადი ინფორმაცია განათავსეს მათზე, რომელიც მომხმარებელს პოლიეთილენის პარკებზე უარის თქმისკენ მოუწოდებდა.…
მე-9 კლასის მოსწავლე ქეთი ღვინჯილია მოგვითხრობს განხორციელებული პროექტის შესახებ
„ჩვენი ქვეყანა ჯერ-ჯერობით არ მიეკუთვნება იმ ქვეყნებს, რომლებიც თამბაქოს მოხმარებაზე ამბობენ უარს. ამიტომ მოვინდომეთ ისეთი პროექტის გაკეთება, რომელიც თამბაქოს მავნებლობაზე ცოტათი მაინც დააფიქრებს ხალხს და, იქნებ, უარიც ათქმევინოს მასზე. გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანაც შეუერთდეს ისეთ ქვეყნებს, რომლებიც ნიკოტინის მოხმარებას გაცნობიერებულად…
მოსწავლეების ინიციატივა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისათვის
გარბენი, მკლავჭიდი, ბოულინგი, ბაგირის გადაქაჩვა – იმ სპორტულ ასპარეზობათა ჩამონათვალია, რომელიც თბილისის №129 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეების ორგანიზებით გაიმართა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად. სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულებს წამახალისებელი პრიზები გადაეცათ.მოსწავლეები, ასევე, შეხვდნენ სკოლის ექიმს, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების…
„ერთად უკეთესია“
თბილისის №214 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა, შშმ თანატოლების საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით, სპორტული ასპარეზობა მოაწყვეს კალათბურთსა და ფეხბურთში, რომელშიც მათი სკოლის შშმ მოსწავლეები მონაწილეობდნენ. სკოლაში, ასევე, ჩატარდა ხელოვნების ინტეგრირებული გაკვეთილები, რომელზეც შექმნილი ნივთები სასკოლო სივრცეში გამოიფინა. მოსწავლეები ფსიქოლოგსაც შეხვდნენ და…