მე ირაკლი ხორავა ვარ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებების სტუდენტი და ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროგრამის მოხალისე, ჩრდილოეთ იტალიაში. 15 წლის ვიყავი, როდესაც სკოლაში USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩავერთე მოხალისედ და სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებთან ერთად თემში სხვადასხვა სამოქალაქო ინიციატივებს ვახორციელებდით,…
სიახლე
ონლაინ ვიქტორინა სამოქალაქო განათლების საკითხებზე
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა ონლაინ ვიქტორინა სამოქალაქო განათლების საკითხებზე. ვიქტორინის მიზანი იყო მოსწავლეების გააქტიურება დისტანციური სწავლების დროს, ნასწავლი მასალის გამეორება და ცოდნის გაღრმავება.ონლაინ კითხვარი 10 კითხვისგან შედგებოდა. ვიქტორინაში 100-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. გამოვლინდა 3 გამარჯვებული მოსწავლე, რომლებმაც…
„ტოლერანტობა“ ონლაინ შეხვედრა მოსწავლეებისათვის
შიდა ქართლის რეგიონის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებისთვის თემაზე „ტოლერანტობა“ ონლაინ შეხვედრა გაიმართა. ონლაინ შეხვედრის ფასილიტატორმა ლელა მინდიაშვილმა მოსწავლეებთან ერთად ორი თემა განიხილა: „რასიზმი“ და „თანასწორობა“. ახალგაზრდებმა იმსჯელეს, თუ რა არის ქსენოფობია და დისკრიმინაცია, ისაუბრეს ტოლერანტობაზე და თანასწორობაზე.შეხვედრის დასასრულს ფასილიტატორმა ლელა მინდიაშვილმა…
„საგანგებო სიტუაციები და უსაფრთხოება“
თბილისის №119 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს ონლაინ საკლასო პროექტი – „საგანგებო სიტუაციები და უსაფრთხოება“. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოსწავლეებმა მოამზადეს ონლაინ პრეზენტაცია, ვიდეო მიმართვა, ანიმაცია, სლოგანები, პოსტერები და გაავრცელეს სოციალური მედიის მეშვეობით.
ონლაინ საკლასო პროექტი – „21-ე საუკუნის ვირუსი კოვიდ -19“
თბილისის №108 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს ონლაინ საკლასო პროექტი – „21-ე საუკუნის ვირუსი კოვიდ -19“. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოსწავლეებმა მოამზადეს ონლაინ პრეზენტაცია, ვიდეო მიმართვა, ანიმაცია, სლოგანები, პოსტერები და გაავრცელეს სოციალური მედიის მეშვეობით.
საინფორმაციო კამპანია ;;Don;t Panic – არ აყვე პანიკას;;.
ქობულეთის №6 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა აწარმოეს ონლაინ საინფორმაციო კამპანია ”Don’t Panic – არ აყვე პანიკას”.მოსწავლეებმა ინტერნეტით მოიძიეს ინფორმაცია კორონავირუსის პრევენციის შესახებ, მოამზადეს სლაიდები თემაზე: ,,ვირუსი და მისი პრევენცია, ჩაწერეს ვიდეო მიმართვა: გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ, ასევე სხვების ჯანმრთელობას და…
ონლაინ კონფერენცია ფსიქოლოგ მაია ცირამუასთან
მიყევით ჯანსაღი ცხოვრების წესს, დაგეგმეთ თქვენი დღე, გააქტიურეთ სოციალური კონტაქტები, ესაუბრეთ ახლობელ ადამიანებს, თავი აარიდეთ სტრესული ინფორმაციის მიღებას, ემოციებისგან გასამკლავებლად არ გამოიყენოთ თამბაქო და ალკოჰოლი. ეს ის რეკომენდაციებია, რომლებიც ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ ონლაინ კონფერენციის დროს ურჩია სამოქალაქო კლუბის მოსწავლეებს, პედაგოგებს…
ონლაინ სწავლების ხელშეწყობა
თბილისის № 59 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნინო დიღმელაშვილი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში შექმნილი ონლაინ რესურსების შესახებ გვიზიარებს გამოცდილებას:„სამოქალაქო განათლების პროგრამის ,, მომავლის თაობა” ფარგლებში შექმნილმა ციფრულმა რესურსებმა გამიადვილა სამოქალაქო განათლების გაკვეთილების ონლაინ სწავლების პროცესი. მოსწავლეებიგანსაკუთრებით დაინტერესდნენ ქვიზებით-…
ონლაინ კონფერენცია მოსწავლეებისთვის კორონავირუსის პრევენციის შესახებ
2020 წლის 20 მარტს, სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა” ფეისბუქ გვერდზე გაიმართა ონლაინ კონფერენცია მოსწავლეებისთვის კორონავირუსის პრევენციის საკითხებზე.რატომ ჰქვია ვირუსს „კორონა“? როგორ ვრცელდება და როგორ დავიცვათ თავი კორონა ვირუსისგან? რამდენად არიან ბავშვები რისკ ჯგუფში? რამდენი დღე შეიძლება არ ეტყობოდეს ვირუსის…