სოფელ აწყურის სკოლის მოსწავლეებმა, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ორ სოფელში სადეზინფექციო ხსნარები დაარიგეს. აღნიშნული ხსნარი ნატურალური ინგრედიენტებისგან მზადდება, ის შეიცავს ეკოლოგიურად სუფთა სპირტს, გვირილის ჩაისა და თაფლს, არ აღიზიანებს კანს და არ არის მავნე, როგორც სხვა ქიმიური სადეზინფექციო საშუალებები“ – აღნიშნა…
სიახლე
სოფელ კეხიჯვრის სკოლის მოსწავლეებმა „კრეატიული კლუბი“ შექმნეს
დღეს ქვეყანაში განათლების მიწოდება დისტანციურ რეჟიმში ხდება. სწავლების ამ ახალ ფორმატში სხვადასხვასაინტერესო საკლასო პროექტებისა და ინიციატივების განსახორციელებლად სოფელ კეხიჯვრის სკოლის მოსწავლეებმა „კრეატიული კლუბი“ შექმნეს, რომლის წევრებმაც თიმსის პროგრამის გამოყენებით ვიდეო გაკვეთილი ჩაატარეს. გაკვეთილზემათ ძველი საგნებისგან ახალი ხელნაკეთი ნივთების დამზადება ასწავლეს…
ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე შექმნილი კომიკსები
ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე შექმნილი კომიკსები იძულებით ქორწინებას, ოჯახურ ძალადობას და გენდერულ თანასწორობას ეხება.კომიკსები სოფელ გომბორის სკოლის მოსწავლეებმა მოამზადეს და მიუთითეს ვის უნდა მიმართონ ქალებმა თუ მათი უფლებები ირღვევა. მოსწავლეებმა ასევე გადაიღეს ვიდეო მიმართვა და მოამზადეს კითხვარი გენდერული თანასწორობის საკითხებზე…
სპორტი და ცხოვრების ჯანსაღი წესი, ლაივ ჩართვა კალათბურთელ ანატოლი ბოისასთან
როგორ ავიმაღლოთ მოტივაცია, რომ ყოველდღე ვივარჯიშოთ? რა უფრო მნიშვნელოვანია, ვარჯიში თუ ჯანსაღი კვება? როგორია კალათბურთელის დღის განრიგი? უყალიბებს თუ არა სპორტი მოზარდს საჭირო დისციპლინას და იცავს თუ არა მას მავნე ჩვევებისგან? როგორი უნდა იყოს ფიზკულტურის თანამედროვე გაკვეთილები? – ეს კითხვები…
გიორგი ფხაკაძის ლაივ ჩართვა კორონავირუსის შესახებ
ილია ყიფშიძე სოფელ ქვაციხის სკოლის მოსწავლეა. მისი ინიციატივით გაიმართა გიორგი ფხაკაძის, ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის, ლაივ ჩართვა კორონავირუსის შესახებ. ილია თვითონ დაუკავშირდა ბატონ გიორგის ფეისბუქის მეშვეობით და ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობა სთხოვა. როგორც ილიამ აღნიშნა მისი მიზანი კომპეტენტური…
პრეზენტაცია ნაადრევი ქორწინებით გამოწვეული რისკების შესახებ
ნაადრევი ქორწინებით გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებს ეხებოდა თბილისის №70 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ ორგანიზებული ონლაინ საინფორმაციო კამპანია.თავდაპირველად მოსწავლეებმა ჩაატარეს ონლაინ გამოკითხვა თანატოლების ინფორმირებულობის დონის დასადგენად. შემდეგ უყურეს ფილმს და განიხილეს იგი. მოსწავლეებმა მოამზადეს ესე, სადაც გამოხატეს მათი დამოკიდებულება ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით.პრეზენტაცია…
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია
ახლა, დისტანციური სწავლების დროს, სოფელ სამების სკოლის მოსწავლეები აგრძელებენ თანატოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას. მათ დაამზადეს საინფორმაციო ფურცლები, გადაიღეს ვიდეო ჯანსაღი კვების შესახებ და გაავრცელეს სოციალურ ქსელში. მანამდე, მოსწავლეებმა თემში გამოკითხვა ჩაატარეს, აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 25% მიყვება ცხოვრების ჯანსაღ…
„მე ვუფრთხილდები დედამიწას
თბილისის №213 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს ეკოლოგიის საკითხებზე გაემახვილებინათ თანატოლების ყურადღება.მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, თუ რა ახდენს გარემოზე განსაკუთრებით მავნე ზემოქმედებას. მოამზადეს ელექტრონული პრეზენტაციები „მე ვუფრთხილდები დედამიწას”, დაამზადეს პოსტერები და ნახატები და გაავრცელეს სოციალურ ქსელში.
„დაპაუზებული მსოფლიო
თბილისის №49 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა ინფორმაცია მოიძიეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობის შესახებ საყოველთაო კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში. ისინი ემიგრანტებს დაუკავშირდნენ იტალიაში და მათგან მოისმინეს, თუ რა მდგომარეობაა კორონა ვირუსის გავრცელების მხრივ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ…
ონლაინ კონფერენცია მოსამართლე თამარ ჩიხლაძესთან
მოსამართლის პროფესიას, სასამართლო სისტემის სპეციფიკას, ადამიანის უფლებების დაცვას, გენდერულ თანასწორობას და ოჯახური ძალადობის პრევენციას ეხებოდა მოსამართლე თამარ ჩიხლაძესთან ლაივ ჩართვის დროს მოსწავლეების მიერ დასმული კითხვები. მოსამართლე თამარ ჩიხლაძემ მოსამართლის პროფესიაზე და საკუთარ კარიერულ გამოცდილებაზე ისაუბრა და სოციალური ქსელის მეშვეობით, საქართველოს…