I ადგილი – ვაჟიკო ჯაფიაშვილი – თბილისის #192 საჯარო სკოლა II ადგილი – ნინო იმერლიშვილი – ი. ვეკუას სახელობის თბილისის N42 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა III -ადგილი – ანა ქებაძე – თბილისის #167 საჯარო სკოლა ოლიმპიადის ფინალური ტურის ბანაკი 29 აგვისტოდან…
სიახლე
მოსწავლეები, რომლებიც სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მესამე ტურში გადავიდნენ, ბაკურიანში გამართულ ბანაკში იღებენ მონაწილეობას.
პირველ დღეს, ჟიურის წევრებმა, აპლიკაცია goosechase-ით გამოყენებით, მოსწავლეებს გააცნეს დამატებითი ქულების დასაგროვებელი დავალებები. შემდეგი სესია დაეთმო ასევე საკონკურსო დავალებას, სადაც მონაწილეებს დაევალათ სხვადასხვა ფოტოების დასათაურება შესაბამისი არგუმენტებით. მომდევნო დღეების განმავლობაში, ოლიმპიადის ფარგლებში, მოსწავლეები შეასრულებენ სხვადასხვა დავალებებს, გამარჯვებულები კი 2 სექტემბერს…
MSG HOUSE-Gori-ს დაფინანსებით, ხაშურის #8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი “ბავშვები დედების გასაძლიერებლად”.
მოზარდებმა მიზნად დაისახეს თემში მცხოვრები დედების სამეწარმეო კომპეტენციის ამაღლება და სკოლაში გახსნეს დეკუპაჟის სახელოსნო. ასევე, ჩაატარეს ტრენინგი თემაზე “როგორ ვაქციოთ ჰობი ბიზნესად”. მოსწავლეებისა და მათი მშობლების ხელით შექმნილი ნამუშევრებისთის გაიმართა გამოფენა-გაყიდვა, რომლმაც დიდი წარმატებით ჩაიარა და გაჩნდა იდეა, რომ გაიხსნას…
სილამაზის ცენტრ „გოლდის“ დაფინანსებით, სოფელ ფხვენისის საჯარო სკოლაში შესაძლებელი გახდა ბიბლიოთეკის კეთილმოწყობა და წიგნის ფონდის განახლება.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოამზადეს კითხვარი და გამოკითხეს სასკოლო საზოგადოება, რათა აგეგოთ, რა ჟანრის წიგნების ისურვებდნენ ბიბლიოთეკაში. შედეგად, სკოლაში განახლდა მკითხველთა კლუბ “ლიბროს” საქმიანობა. მოსწავლეებმა უკვე წაიკითხეს მიხეილ ჯავახიშვილის “ეშმაკის ქვა”, რომლის მიხედვითაც გამართეს იმიტირებული სასამართლო პროცესი და დისკუსია. ასევე, წაკითხული…
მოსწავლეთა თვითმმართველობების თავმჯდომარეებისა და სამოქალაქო კლუბების ლიდერებისთვის ბაკურიანში 4-დღიანი საზაფხულო ბანაკი გაიმართა.
მასში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა შიდა ქართლის 33 პარტნიორი სკოლიდან. ტრენინგების მთავარ თემებს შორის იყო პროექტის წერა და სასკოლო თვითმმართველობების გაძლიერება. შედეგად, მოსწავლეებმა თავად შეიმუშავეს პროექტები, რომლებსაც თანატოლებთან ერთად განახორციელებენ ახალ სასწავლო წელს. ასევე, მოსწავლეებისთვის ლექციები წაიკითხეს სახალხო უნივერსიტეტის ლექტორებმა ირაკლი…
FRIXX-მა ქვემო ქართლში გამართულ სკოლა-ბიზნესის ფორუმზე 2 პროექტი დააფინანსა.
სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, კომპანიის მხარდაჭერით შეიძინეს აუდიო აპარატურა, რაც მათ მუსიკალური და ქორეოგრაფიული წარმოდგენებისთვის ესაჭიროებოდათ. სოფელ შულავერის #1-მა საჯარო სკოლამ, ფრიქსის დაფინანსებით სპორტული ინვენტარი შეისყიდა. შედეგად, სკოლაში რეგულარულად იმართება მინი ფეხბურთის, ფრენბურთის, და სხვა სპორტული ტურნირები. აღსანიშნავია, რომ…
კომპანია Dio . დიოს დაფინანსებით, თბილისის #169 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა პროფესიული განათლების პოპულარიზაციას.
პროექტის საწყის ეტაპზე, მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა, როგორც თანატოლებში, ასევე მშობლებში, რათა გაეგოთ მათი მოსაზრებები პროფესიული განათლების შესახებ. შემდეგ, ესტუმრნენ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს. მათ შორის იყო ვიზიტი გლდანის პროფესიულ მოსამზადებელ ცენტრში, ტრენინგი “ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებისა და მზისგან დამცავი სისტემების მონტაჟის”…