ტურისტული პოტენციალის განვითარების მიზნით, თბილისის სკოლების მოსწავლეების ინიციატივით, გამოცხადდა ფოტო და ვიდეო კონკურსი. მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ნაკლებად ცნობილი და პოპულარული ისტორიული ძეგლების შესახებ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, მოამზა
სიახლე
ახალგაზრდული არჩევნები სკოლაში
სოფელ ქვემო გომის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლაში ახალგაზრდული არჩევნები ჩაატარეს. მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად, თითოეულმა ჯგუფმა კანდიდატი აირჩია, რომელმაც საარჩევნო პროგრამა მოამზადა და წარუდგინა თანატოლებს.მოსწავლეებმა ასევე მოამზადეს საინფორმაციო მასალა, სადაც წარმოადგინეს საარჩევნო პროცედურები და რეკომენდაციები ხმის მიცემის დროს COVID 19-ის გავრცელების…
შეხვედრა COVID19-ის პრევენციისა და სკოლაში შემოღებულ რეგულაციების შესახებ
სოფელ ქვედა საზანოს №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დაბალი კლასის მოსწავლეებს ჰიგიენის წესების დაცვის აუცილებლობაზე ესაუბრნენ. შეხვედრა ღია სივრცეში ჩატარდა. მოსწავლეებმა COVID19-ის პრევენციის მიზნით, სკოლაში შემოღებულ რეგულაციებზე გაამახვილეს ყურადღება. განმარტეს რა მნიშვნელობა აქვს პირბადის ტარებას, დისტანციის და სისუფთავის დაცვას COVID19-ისა და…
საინფორმაციო კამპანია არჩევნების თემაზე
სოფელ ბრეთის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საზოგადოებაში საარჩევნო ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს.არჩევნების პროცედურების და კენჭისყრის პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ თანატოლების ინფორმირების მიზნით, სკოლაში მშვიდობიან და დემოკრატიულ ატმოსფეროში, დისკუსია და იმიტირებული არჩევნები გაიმართა. მოსწავლეებმა მომავალი ამომრჩევლებისთვის ქვეყნის დემოკრატიული…
საარჩევნო ცნობიერების ამაღლება
თბილისის სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებმა საზოგადოებაში საარჩევნო ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს. მათ მოამზადეს ბროშურა არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ დემოკრატიული ქვეყნის შენების პროცესში. შემდეგ ბროშურა თემში გაავრცელეს და მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდეს.
კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით შემოღებული წესები
სოფელ როხის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „სხივი“ წევრებმა სკოლაში კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით შემოღებული წესების შესახებ ინფორმაციის სწორად და კომპეტენტურად მომზადებისა და გავრცელების მიზნით კონსულტაცია ექიმთან გაიარეს.შეხვედრაზე ისეთ საკითხებზე იმსჯელეს, როგორიცაა მოზარდების ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, ახალ რეალობაში ადაპტირება, მშობელთა ინფორმირება და ინფორმაციის…
აჭარაში მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა ონლაინ კონფერენცია
აჭარაში მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა ონლაინ კონფერენცია „სამოქალაქო განათლების პედაგოგის როლი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში“.კონფერენციაზე პროგრამის „მომავლის თაობა“ აჭარის რეგიონის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა და სასკოლო სამოქალაქო კლუბების ლიდერებმა ისაუბრეს სამოქალაქო განათლების როლზე სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში და მათ მიერ…
საირხის საჯარო სკოლაში იმიტირებული არჩევნები ჩატარდა
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ საირხის საჯარო სკოლაში იმიტირებული არჩევნები ჩატარდა.„დღეს ჩვენთვის საარჩევნო საკითხებზე მნიშვნელოვანი ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის მსვლელობისას ვნახეთ საარჩევნო თემაზე გადაღებული ვიდეორგოლები და მონაწილეობა მივიღეთ იმიტირებული არჩევნებში. ტრენინგის თემა „არჩევნების ძირითადი პრინციპები დემოკრატიულ სახელმწიფოში“ ჩემთვის და ჩემი თანატოლებისთვის საინტერესო იყო,…
„ჯანსაღი კვება“
ჯანსაღი კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ თანატოლების ინფორმირების საკითხებზე სოფელ ბრეთის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იზრუნეს.იმისათვის, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიღრმავოს ცოდნა ჯანსაღი კვების მნიშვნელობის შესახებ, სკოლაში გაიმართა გამოფენა და კულინარიული კონკურსი. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათი სოფლის ბიოლოგიურად სუფთა სასოფლო…
რუსთავის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატებული ინიციატივა
რუსთავის №3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „ინდიგო“ წევრმა მოსწავლეებმა ქუჩაში მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებაზე იზრუნეს და წარმატებით აწარმოეს ადვოკატირების პროცესი. თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად ქალაქის ერთ-ერთ გზაჯვარედინზე ზებრა გადასასვლელი დაიხაზა.რუსთაველის ქუჩაზე ტრანსპორტი ინტენსიურად მოძრაობ და მოქალაქეებს, მათ შორის რუსთავის №3…